შოუბიზნესი ვარსკვლავური შაბათ-კვირა 2012, 16 ივლისი, 14:55 ![]() მაილი საირუსი და მისი კაცი თბილ კვირა დღეს სკეიტბორდინგით ირთობდნენ თავს ლოს-ანჯელესის ქუჩებში. ზედმეტი სიცხის მიუხედავად ლიამს სიმპატიური თავი ნაქსოვი ქუდითაც კი დაუმშვენებია. რას იზავ, სელებრითობაც მსხვერპლს მოითხოვს. ![]() ჯინსებსა და ზოლიან მაისურში გამოწყობილი რაიან გოსლინგი, მეგობარი გოგოს, ევა მენდესის გარეშეც იდეალურად გამოიყურებოდა შაბათს, მალიბუს სანაპიროზე მოსეირნე. ![]() კუნთებდაბერილი ჰიუ ჯეკმანი თავის 7 წლის ქალიშვილს დაასეირნებს კისრით. გოგონას გასულ კვირას ჰქონდა დაბადების დღე. რის აღსანიშნავადაც ოჯახი და ახლობლები სიდნეიში შეიკრიბნენ. ავსტრალიის ერთ-ერთ ცოცხალ პლაჟზე. ![]() მსახიობი ევა ლონგორია კი მალიბუს სანაპიროზე ისვენებს და ახალი რეალითი შოუ სერიალისათვის ემზადება. ![]() ქეითი ჰოლმსი პარასკევს, 6 წლის ქალიშვილთან ერთად ბავშვთა ხელოვნების მუზეუმს სტუმრობდა ნიუ-იორკში. ![]() სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი, თავის სუპერმოდელურ პოზას ამუშავებდა ნიუ-იორკში, ფანებთან შეხვედრის დროს. ![]() ჯენიფერ გარნერი და მისი 6 წლის ქალიშვილი, ვიოლეტ აფლეკი, იასამნისფერ საჰაერო ბუშტთან ერთად დასეირნობდნენ ბრენთვუდში, კალიფზე. 886 6-ს მოსწონს 1-ს არა
|