ქალი და მამაკაცი წაიკითხავთ -იტირებთ, არ წაიკითხავთ-ინანებთ 2019, 23 თებერვალი, 21:50
– გიყვარვარ?
– რა თქმა უნდა, სხვაგვარად როგორ შეიძლება?
– შენ არ მიმატოვებ?
– არა, არასდროს, რაც არ უნდა მოხდეს.
ის ამშვიდებდა, მაგრამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან განშორება მოუწევდათ, თუმცა არ უნდოდა მისთვის თქმა, რომ ასეთი სუსტია დაავადების წინააღმდეგ. ღმერთო რატომ აირჩიე მაინცდამაინც ის, რატომ მოხდა ისე, რომ მისი გული ასეთმა ავადმყოფობამ დააავადა? ის იწვა, თმა მთლიანად ფარავდა ბალიშს, სახე ფერკმთალი... ამ დაავადებამ ის ნელ-ნელა შეჭამა, მაგრამ შეუქცევადად. როგორი მშვენიერი იყო დღეები, რომელიც ერთად გავატარეთ. გაღვიძება და იმის გააზრება, რომ კიდევ ერთი მშვენიერი დღე დაიწყო, რომელსაც მასთან ერთად გავატარებდი, იყო საუკეთესო რამ, რაც განმიცდია.... ისინი სეირნობდნენ, ბიჭი მას ყვავილებს ჩუქნიდა... ყველა დღე სხვადასხვანაირი იყო, ყვავილებიც კი განსახვავებული: ვარდები, ლილიები, ორქიდეები.. . მაგრამ ყველაფერი ეს გაქრა, როგორც ლამაზი სიზმარი. ნათელი დღეები ნისლმა მოიცვა. ეს მშვენიერი გოგონა ახლა საავადმყოფოს ცივ კედლებში იყო მომწყვდეული. – ახალგაზრდავ, თუ შეიძლება ... – დიახ, ახლავე, – უპასუხა ბიჭმა ექიმს. მან აკოცა გოგონას შუბლზე და დერეფანში გავიდა. –რისი თქმა გინდოდათ? – მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ გესმით სიტუაციის უიმედობა. –მე მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო. მითხარით თუ შეიძლება, რას შეიძლება დავეყრდნოთ და შესაძლებელია თუ არა გამოჯანმრთელება. –გამოჯანმრთელება შეიძლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში - საჭიროა გულის გადანერგვა. – მე გადავიხდი. –საქმე ფულში არ არის. სანამ შესაბამის დონორს ვიპოვით, ის შესაძლოა დაიღუპოს. ამის თქმის შემდეგ ექიმი მიბრუნდა და გასასვლელისკენ გაემართა. – მოიცადეთ! ექიმი მობრუნდა. – ჩემი გული მიეცით, მე მის გარეშე არ მინდა სიცოცხლე. –მაგრამ მას მოუწევს თქვენ გარეშე ცხოვრება. –მთავარია, რომ ის იცოცხლებს. მაგრამ ექიმო თქვენთან თხოვნა მაქვს. – დიახ, გისმენთ. –არ უთხრათ მას არაფერი ოპერაციამდე, არ გააგებინოთ, ვინ არის დონორი. –როგორც იტყვით, ჩემი საქმეა ოპერაცია. მორჩა! დრო არ არის, მოემზადეთ ოპერაციისთვის. –კარგი, ოღონდ მე მას დავემშვიდობები. ის შევიდა პალატაში, გოგონას გაჰღვიძებოდა. როგორი მშვენიერია, მე სწორად ვიქცევი, სხვაგვარად შეუძლებელია. ეს სამყარო არ იქნება ასეთი ნათელი, თუ ეს ყვავილი მოკვდება. – ძვირფასო, გაიღვიძე? – კი, მეგონა, რომ წახვედი. –შენ რა, არ იცი, რომ არასდროს მიგატოვებ, როგორ დავტოვებ ისეთ ადამიანს, როგორიც შენ ხარ? –მე შენ მიყვარხარ. –მეც მიყვარხარ, ჩემო მზის სადარო. დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა ვესაუბრე ექიმს, შენ საოპერაციოდ გაგიყვანენ, შემდეგ კი ახალ ცხოვრებას დავიწყებთ. – ამის იმედი მაქვს. მან აკოცა გოგონას და გავიდა. მისმა გულმა შვება იგრძნო, რადგან იცის, რომ ამას თუ არ გააკეთებს - ის მოკვდება. ოპერაციის შემდეგ......... თვალებს ვახელ, ვხედავ თეთრ ჭერს. "ე.ი ცოცხალი ვარ"-ფიქრმა გაიელვა გონებაში.- რა კარგია, რომ ვიღაც კეთილმა ადამიანმა სიცოცხლე მაჩუქა, მე მას კი ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად გავატარებ". შემოვიდა ექიმი და გამომიწოდა თეთრი კონვერტი. –ეს თქვენია, მითხრა და გავიდა. ეს იყო წერილი, სწრაფადვე ვიცანი ნაცნობი ხელწერა. წერილი მისგან იყო: "სალამი საყვარელო! თუ ამას კითხულობ, ე.ი ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა. მე ძალიან მიხარია, რომ ოპერაცია გადაიტანე და შენ გაქვს უფლება, იყო ბედნიერი. გახსოვს, როცა გინდოდა, რომ ერთი გული გვქონოდა, ეხლა ჩემი გული ფეთქავს შენს მკერდში, ამ წუთიდან ჩვენ ერთი მთლიანი ვართ. რაც აქამდე იყო, არაფერია, რადგან ვიყავით სხვადასხვა სხეულში, ჩემი გული გახდა შენი, ახლა ვეღარაფერი დაგვაშორებს. მე შენ მიყვარხარ, ჩემო ძვირფასო, ვიმედოვნებ, შენ ყველაფერი გაიგე?" ხელები ჩამოუშვა, თვალები დახუჭა, ის ყველაფერს მიხვდა.... 206 4-ს მოსწონს
|