x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138403
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ირლანდიის სკოლებში პორნოგრაფიის შესახებ გაკვეთილები ჩატარდება
image

სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან პორნოგრაფია სასკოლო პროგრამაში შეიტანონ:ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ რაც ეკრანზე ხდება, არავითარ კავშირში არ არის რეალურ ცხოვრებასთან.ასეთ მიდგომას არ ეთანხმება მრავალი ქვეყნის მთავრობა.ეროტიკული კონტენტით გატაცება დამღუპველი და მავნებელია მთლიანად ჯანდაცვის სისტემისთვის.


თუმცა მრავალი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბავშვები ინტერნეტში პორნოგვერდებს უკვე მცირე ასაკიდან პოულობენ, ეს უპირველეს ყოვლისა მშობლების ბრალია, მათ მცირეწლოვანი ასაკიდან ჩუქნიან გაჯეტებს, "ბავშვი რომ გაერთოს და კომპიუტერული ტექნოლოგია უცებ აითვისოს", პატარები ჯერ მულტფილმებს უყურებენ, შემდეგ სხვადასხვა საიტებზე გადადიან, იქ კი ხშირად არის პორნო გვერდების სარეკლამო ფანჯრები, (მათ შორის ქართულ გვერდებზეც გინახავთ ალბათ)


ირლანდიის ნაციონალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა მთავრობას შესთავაზეს პორნოგრაფია, როგორც საგანი სასკოლო პროგრამაში შეიტანონ, მათ აზრით ბავშვები ზრდასრულ ცხოვრებაში უფრო მომზადებულები შეხვდებიან სექსუალურ ცხოვრებას და მარტივად მიუდგებიან ამ საკითხს, რადგან პორნოფილმებში ასახული სცენები რეალობას არ შეეფერება, არა და ბავშვებმა რაც ეკრანზე ხდება, შესაძლოა სიმართლედ აღიქვან, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფიდან იმოქმედებს, პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით:ეს იქნება თვითშეფასება თუ თავმოყვაროება.




მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი კეიტ დოუსონი დარწმუნებულია, სკოლის მოწაფეები, რომლებიც დამოუკიდებლად ნახულობენ პორნოს, შესაძლოა ჩამოუყალიბდეთ ცრუ წარმოდგენა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, მისგან მიღებულ სიამოვნებაზე და ადამიანის სხეულის გამორჩეულ თვისებებზე.


მეცნიერებათა დოქტორმა პოლ ჰეისტმა დაადასტურა, რომ ამჟამად სრულიად არაჯანსაღი მდგომარეობაა ამ მხრივ:სექს-ვიდეოებზე შეუზღუდავი წვდომამ სრულიად დაამახინჯა ახალგაზრდებში რეალური სამყაროს შეხედულებები.სპეციალური გაკვეთილები მოზარდებს დაეხმარებათ გაავლონ ზღვარი შეთხზულ ფანტაზიას და საკუთარ რეალურ სექსუალურობას შორის.


"ის, რასთანაც გვაქვს რეალურად საქმე, ეს არის პორნოვიდეო-ყველაზე უსარგებლო ახალგაზრდობისთვის და ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს"-აღშფოთებული ტონით ამბობს ჰეისტი.


პერსონალური, სოციალური, სამედიცინო და ეკონომიკური განათლების ასოციაცია(PSHE), რომელიც სასკოლო პროგრამების რეგულაციას ახდენს, მხარი დაუჭირა მეცნიერთა ინიციატივას.


სავარაუდოდ ურთიერთობის, სექსის და ჯანმრთელობის სპეციალიზირებული სასწავლო პროგრამა 2020 წლის სექტემბრიდან დაინერგება ირლანდიის სკოლებში.



ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში უკვე დაინერგა მსგავსი პრაქტიკა, მაგალითად ესპანეთის ქალაქ ავილესში სქესობრივი აღზრდის სპეციალისტი და სექსოლოგი ივანა როტელა ასე ესაუბრება მოზარდებს საშუალო სკოლაში:"პორნოფილმი-ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკა, ისეთი როგორიცაა "ადამიანი-ობობა" ან "ვარსკვლავური ომები", იქ მსახიობებია და სპეცეფექტები, ის არაა ნამდვილი ხვდებით?"

image

თუმცა ბევრი ქვეყანა არ ეთანხმება მსგავს პრაქტიკას, მაგრამ აღიარებენ, რომ პრობლემა არსებობს, თანაც სერიოზული.ბავშვებს პრაქტიკულად 11-12 წლიდან ხელთ აქვთ სმარტფონები, სრულიად თავისუფალი წვდომა აქვთ სექს-კონტენტებზე.

image

რამდენიმე ქვეყნამ ამ მხრივ გადამჭრელ ზომებს მიმართა.მაგალითად აშშ-ში არიზონას შტატში პოლიტიკოსმა რესპუბლიკური პარტიიდან გეილ გრიფინმა წინადადება შეიტანა გაჯეტებში ჩაიტვირთოს სპეციალური პროგრამა, რომელიც ავტომატურად აღმოაჩენს პორნოს და დაბლოკავს, მსგავი პროგრამა შეიძინა უგანდამ 2016 წელს 88 000 დოლარად.


დიდ ბრიტანეთმა გაამკაცრა წვდომა პორნოსაიტებზე, ამისთვის საჭიროა სპეციალური აკაუნტის შექმნა, სადაც მითითებული იქნება პირადი მონაცემები.ინდოეთში ხელისუფლებამ ბოლო წლებში 1000-ზე მეტი პორნოსაიტი დაბლოკა, ჩინეთში კი არა თუ პორნოს გავრცელებაზე, არამედ ყურებაზეც კი სერიოზული სასჯელი მოგელით.

image

0
342
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0