კულტურა მღვიმეები 2012, 16 ივლისი, 18:30 მღვიმე — ვრცელი სიღრუე დედამიწის ქერქის ზედა ფენაში, მიწის ზედაპირზე გამოდის ხვრელებით. წარმოიქმნება წყალში ხსნადი ნაპრალოვანი ქანების (კირქვა, დოლომიტი, თაბაშირი და სხვ.) გამოტუტვითა და გადარეცხვით, აგრეთვე სუფოზიური, აბრაზიული, ეოლური და სხვა პროცესების შედეგად.ეს ზოგადად მღვიმის შესახებ.ეხლა კი კონკრეტულად ;) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლიებს შორის არის მოგაოს მღვიმეები (ჩინეთში) ის შედგება 492ტაძრისგან და მდებარეობს ჩინეთის განსუს პროვინციის ქალაქ დუნჰუანში, აბრეშუმის გზის კულტურულ და რელიგიურ გზაჯვარედინზე.ამ მღვიმეებიდან უმრავლესობის ასაკი 1 000 წელზე მეტია. პირველი გამოქვაბულები ჩვენი წელთაღრიცხვის 366 წელს გათხარა ბერმა Yue Seng chiseled. ზოგიერთი მღვიმე გამოირჩევა კედლის მხატვრობით 1987 წელს, იუნესკომ მოგაოს მღვიმეები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.ის აგრეთვე ერთ–ერთი უძველესი ბუდისტური სალოცავია შკოციანის მღვიმეები — მღვიმეთა სისტემა სამხრეთ სლოვენიაში მდებარეობს Kras–ის რეგიონში შკოციანის მღვიმეების საერთო მიწისქვესა სიგრძე მოიცავს 6 კილომეტრს და მათი საერთო სიღრმე მოიცავს 200 მეტრს. დაახლოებით 8000 მღვიმეა რეგისტრირებული ამ სისტემაში მათგან მხოლოდ 25–იაღია ტურისტებისთვის მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, 1986 წლიდან ისინი შესულიაი უნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. კარსლბადის მღვიმეების ეროვნული პარკი — აშშ-ის ქალაქ კარლსბადის სამხრეთ-დასავლეთით, ნიუ-მექსიკოს შტატის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს მიწისქვეშა მღვიმეების მსოფლიოში უდიდესი სისტემა (საერთო სიგრძე 60 კილომეტრი), რომელმაც 1923 წელს ეროვნული ძეგლის, ხოლო 1930 წელს ეროვნული პარკის სტატუსი მიიღო. მღვიმეთა სისტემას შეადგენს 81 მღვიმე.პირველმა ეს მღვიმეები შეისწავლა მეცნიერმა Jim White.ბევრ გამოქვაბულს დღემდე ის სახელები ქვია რაც Jim White–მა შეარქვა ისევ ჩინეთი, იუნგანის მღვიმეები — უძველესი ბუდისტური ტაძარი-მღვიმეები ჩინეთის შანსის პროვინციაში, ქალაქ დატონგის სიახლოვეს კომპლექსი შედგება 252 ხელოვნურად გამოკვეთილი გამოქვაბულისგან და მოიცავს ბუდას 51 000 ქანდაკებას, რომელთაგან ზოგიერთის სიმაღლე 17 მეტრს აღწევს. გამოქვაბულები ძირითადად ჩვენი წელთაღრიცხვის 460 - 525 წლებში შეიქმნა.2001 წელს, იუნესკომ იუნგანი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც „შედევრი ადრეული ჩინური ბუდიზმის მღვიმის ხელოვნებისა". 211 შეფასება არ არის
|