x
image
დავითი ჩუთლაშვილი
10 ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტი მსოფლიოში
მედიკამენტები

სიცოცხლის უფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს ამ უფლებით სარგებლობას; წამლები ღირს ძალიან ძვირი, თუმცა, ქვემოთ ჩამოთვლილი 10 მედიკამენტის ფასები თვით ყველაზე უარეს მოლოდინებსაც კი აჭარბებს, სასოწარკვეთილების განცდას ბადებს და უამრავ კითხვის ნიშანს ტოვებს მათი მწარმოებლების კეთილსინდისიერების და მსოფლიოს ფარმაკოლოგიურ და სამედიცინო სფეროებში არსებული ზოგადი სიტუაციის შესახებ.


10. ნაგლაზიმი


ნაგლაზიმი გამოიყენება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც მუკოპოლისაქარიდოზ VI-ით (MPS VI, მაროტო-ლემის სინდრომი, ემართება 100 000 ადამიანიდან დაახლ. 9-ს) იტანჯებიან.



მკურნალობის 1-წლიანი კურსის ღირებულება: 485 747 დოლარი.


9. იდელვიონი


იდელვიონი გამოიყენება ჰემოფილია B-ს წინააღმდეგ.


ჰემოფილია B ძირითადად მამაკაცების დაავადებაა. 1:30 000-ზე – ასეთია მისი გავრცელების სტატისტიკა.


მკურნალობის 1-წლიანი კურსის ღირებულება: 500 000 დოლარი.


8. ალპროლიქსი


ეს მედიკამენტიც ჰემოფილია B-ს წინააღმდეგ გამოიყენება, ოღონდ პროფილაქტიკის მიზნით.


მკურნალობის 1-წლიანი კურსის ღირებულება: 503 880 დოლარი.


7. სოლირისი


გამოიყენება პაროქსიმალური ღამეული ჰემოგლობინურიის (PNH) წინააღმდეგ.


პაროქსიმალური ღამეული ჰემოგლობინურია წელიწადში 16 ადამიანს უდგინდება 1 მილიონიდან და ეს ძალიან სახიფათო დაავადებაა.


სოლარისით მკურნალობის 1-წლიანი კურსის ღირებულება: 542 640 დოლარი.


6. აქტიმუნი


ეს პრეპარატი გამოიყენება ავთვისებიანი ოსტეოპოროზის და ქრონიკული გრანულომატოზური დაავადების (CGD) სამკურნალოდ.


მკურნალობის 1-წლიანი კურსის ღირებულება: 572 292 დოლარი.


5. კარბალგუ


ეს მედიკამენტი ორგანიზმში NAGS-ის დეფიციტს არეგულირებს.


მკურნალობის 1-წლიანი კურსის ღირებულება: 585 407 დოლარი.


4. ლუმიზიმი


ეს მედიკამენტი პომპეს დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება. პომპეს დაავადება უჩნდება ყოველი 30 000-40 000 ახალშობილიდან ერთს. იწვევს შინაგანი ორგანოების და ჩონჩხის სისუსტეს და სუნთქვის ქრონიკულ უკმარისობას, რაც მკურნალობის გარეშე არცთუ ისე იშვიათად სიკვდილით სრულდება ხოლმე.


მკურნალობის 1-წლიანი კურსის ღირებულება: 626 400 დოლარი.


3. ბრინეურა


აღნიშნული წამალი გამოიყენება ბატენის დაავადების წინააღმდეგ (CLN 2).


ეს დაავადება მსოფლიოში წელიწადში 20 ადამიანს უდგინდება.


მკურნალობის 1-წლიანი კურსის ღირებულება: 702 000 დოლარი.


2. სპინრაზა


მსოფლიოში ერთადერთი წამალი კუნთების სპინალური ატროფიის წინააღმდეგ.


მკურნალობის 1-წლიანი კურსის ღირებულება: 750 000 დოლარი.


1. რავიცტი


გამოიყენება შარდმბადი ციკლის დარღვევის წინააღმდეგ.


მკურნალობის 1-წლიანი კურსის ღირებულება: 793 692 დოლარი.

0
287
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0