სხვა ქართული ტოლერანტობა არამატერიალური კულტურის სიაში? 2019, 20 თებერვალი, 11:50
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, UNESCO-ს გენერალურ მდივანს, ოდრი აზულს შეხვდა. სწორედ ამ თეზისს დაეყრდო საქართველოს პრეზიდენტი და ქართული მხარე და გამოვიდა ინიციატივით, რომ იუნესკომ ქართული ტოლერანტობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანოს. პრეზიდენტის განცხადებით"ჩვენი იდენტობა, ისტორიულად, ტოლერანტობაში ვლინდება. სხვადასხვა წარმოშობის, მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება. საქართველო თუნდაც იმით არის ცნობილი, რომ აქ არ არსებობს ანტისემიტიზმის არც ერთი მაგალითი. ტოლერანტობა არის ის, რაც დღეს, გარკვეულწილად, დააკლდა მსოფლიოს. ჩვენ ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ გავხდეთ მაგალითის მიმცემი." შეგახსენებთ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დღესდღეობით, საქართველოდან შესულია : სამი ძეგლი(სვეტიცხოველი, გელათი და ზემო სვანეთი), ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგია და ქართული ანბანის სამივე სახეობა. 65 3-ს მოსწონს
|