მეტი ალბათობაა, რომ
ახალგაზრდები, რომლებიც „უხამსი, სქესობრივი შინაარსის“ მუსიკას უსმენენ, «უფრო ადრე
დაიწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, ვიდრე ისინი, რომლებიც სხვა სიმღერებს ანიჭებენ უპირატესობას, —
ნათქვამია „ასოშიეიტიდ პრესსის“ მიერ გამოქვეყნებულ ერთ გამოკვლევაში. — სიმღერებმა,
რომლებშიც მამაკაცები „სექსზე გადარეულებად“ არიან წარმოდგენილნი, ქალები კი —
სექსის ობიექტებად, და მათში დაუფარავად მიდის ლაპარაკი სქესობრივ კავშირზე, შეიძლება
უფრო ადრეულ ასაკში აღძრას ახალგაზრდები სექსისკენ, ვიდრე იმ სიმღერებმა, რომლებშიც
პირდაპირ არ მიდის ამაზე საუბარი, და ქალი და კაცი ერთმანეთის ერთგულია. მშობლები,
მასწავლებლები და მოზარდები უნდა ჩაუკვირდნენ სიმღერების ტექსტებს».