მსოფლიოში ყველაზე დიდ
სიმაღლეზე გაყვანილი რკინიგზა, რომელიც 2006 წლის ივლისში საზეიმოდ გაიხსნა, პეკინს
ტიბეტის ცენტრთან, ლჰასასთან აკავშირებს. ეს სარკინიგზო ხაზი დაახლოებით 4 000 კილომეტრზეა
გაჭიმული. „რკინიგზის ეს ხაზი საინჟინრო ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება.
ზღვის დონიდან ის 4 800 მეტრის სიმაღლემდე აღწევს და გადის ისეთ ტერიტორიებზე,
სადაც ყინულის საფარი ზოგჯერ ლღვება“, — ნათქვამია „ნიუ-იორკ ტაიმზში“. ამიტომ,
ერთ-ერთი ამოცანა, რომლის წინაშეც იდგნენ ინჟინრები, იყო ის, რომ არამდგრადობის თავიდან
ასაცილებლად მიწის ვაკისი, რაზეც ლიანდაგები უნდა დაეგოთ, მთელი წლის განმავლობაში
გაყინულ მდგომარეობაში შეენარჩუნებინათ. ასეთ სიმაღლეზე მგზავრობა მოითხოვს იმას, რომ
მგზავრებს კუპეებში დატუმბული ჰაერი მიეწოდებოდეთ. გარდა ამისა, კუპეებში მგზავრებისთვის
ინდივიდუალურადაც არის გათვალისწინებული დამატებითი ჟანგბადის მიწოდება.