x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
უცხოპლანეტური აგებულების მუმია პერუში
უცხოპლანეტური აგებულების მუმია პერუში


სამხრეთ ამერიკაში, პერუში, კერძოდ ნაზკაში, 2017 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სამთითა ადამიანისმაგვარი (ჰუმანოიდი) არსების მუმიფიცირებული სხეული. მას კიდურებზე ხუთის ნაცვლად სამ-სამი ძალიან გრძელი თითი აქვს, დაახლოებით 2.5-ჯერ უფრო გრძელი, ვიდრე ჰომო საპიენსს. სიმაღლით ის 1.69 მეტრია. ის ჩვეულებრივად, ორ ფეხზე დადიოდა. სხეულის პროპორციები თითქმის ადამიანივით აქვს, თუმცა თავი მნიშვნელოვნად, გამოხატულად წაგრძელებულია. ასევე თავის ქალას შესახებ აღსანიშნავია ისიც, რომ მას არ გააჩნია ყურები. ყურების ადგილას მხოლოდ მცირე ხვრელებია. მეცნიერებმა ლაბორატორიული შესწავლისთვის, აღმოჩენისთანავე აიღეს ქსოვილის ნიმუშები და გაარკვიეს მისი ასაკი ნახშირბად 14-ზე დაყრდნობით. შედეგმა აჩვენა, რომ ეს არსება ცხოვრობდა ახ.წ. 245-410 წლებში.


უცხოპლანეტური აგებულების მუმია პერუში


აღნიშნული მუმია დაიტესტა წამყვან ლაბორატორიებში, ჯერ პერუში, რუსეთში და შემდეგ აშშ-ში. პერუში რადიოლოგებმა ჩაატარეს სრული კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირება და ასევე გააშუქეს რენტგენის სხივებზე. შემდეგ კვლევა გაგრძელდა რუსეთში, ნატალია ზალიჟნაიას მიერ მიბს-ში და ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადოს უნივერსიტეტში შემოწმდა მუსკულოსკელეტარული (კუნთ-ჩონჩხის) რადიოლოგის დოქტორ მ.კ. ჯესის მიერ.



აღნიშნული მუმიის სკანირებული სხეული


შედეგები წარმოუდგენელია. სხეული ნამდვილად არაა ყალბი. ის ავთენტურია. როგორც წესი, მუმიას აცლიან შინაგან ორგანოებს როდესაც ხდება გვამის მუმიფიცირება, ამ სხეულს კი ისინი შეუნარჩუნეს. გამოკვლევებით ასევე დადგინდა, რომ მხრისა და ბარძაყ-წვივის ძვლები ჰომო საპიენსის იდენტურია, ხოლო თითის ფალანგები სრულიად განსხვავებული ჩვენგან, როგორც ფეხებზე, ასევე ხელებზე. ადამიანისგან განსხვავებულია ასევე მისი თავის ქალას სტრუქტურა. ხელის თითების მეტაკარპალური ძვლები და ფალანგები ძალიან მსხვილია და გრძელი, ხოლო სახსრების რაოდენობა თითებში იგივეა, რაც საპიენსში. ზუსტად ასევეა ფეხის თითების შემთხვევაშიც.


სამთითა ჰუმანოიდების პეტროგლიფები პერუში


აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში ზუსტად იმ მიდამოებში, სადაც სხეული იქნა ნაპოვნი, აღმოაჩინეს პეტროგლიფები, სადაც გამოსახულია სამთითა და ბიპედალური ანუ ორ ფეხზე მოსიარულე ადამიანის მსგავსი არსებები (ჰუმანოიდები). სკეპტიკოსებმა ჯერჯერობით ვერ წარმოადგინეს ვერანაირი ხელშესახები დასკვნა იმის შესახებ, რომ ეს მუმია გაყალბებულია. კვლევები სწორედ მის ავთენტურობაზე მიუთითებენ რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს ეს ბევრისთვის, თუმცა სიტყვიერად უამრავი მეცნიერი დღემდე თავს იკავებს ამ აღმონაჩენის გაუყალბებლობის და რეალურობის აღიარებისგან.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში


4. ბაისანგურ ბენოელი

5. ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი ქართველების შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
375
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0