x
image
ზოგადი განათლება
ხალხური მედიცინა ჰიპერტენზიის(მაღალი არტერიული წნევის) წინააღმდეგ

ხალხური მედიცინის რჩევები ჰიპერტონიის(მაღალი არტერიული წნევის) დროს

image

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ მეხუთე ადამიანს ჰიპერტონია აღენიშნება. საქართველოში არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება მაღალია და მისი მასშტაბი იზრდება, განსაკუთრებით - შრომისუნარიან მოსახლეობაში. ფსიქიკური გადატვირთვა, სტრესი, უძილო ღამეები, თამბაქოს წევა - ეს ყველაფერი, ხელს უწყობს ჰიპერტონიული დაავადების განვითარებას. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით განწყობას, ჭარბ წონას, სუფრის მარილის ჭარბ და ხანგრძლივ მოხმარებას, საკვებში კალციუმის სიმცირეს, ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებას, შაქრიან დიაბეტს, ასაკს. ჰიპერტონიის მიზეზად შეიძლება იქცეს თირკმელების დაავადებაც. სისხლის წნევის მომატებას იწვევს სისხლის გაძლიერებული შედედება, მაგალითად, არასწორი კვებისას, რასაც ქოლესტერინის დონის მომატებაც ახლავს თან, ასევე - გულის გაძლიერებული მუშაობა.

image


გთავაზობთ ხალხური მედიცინის ეფექტურ რჩევებს ჰიპერტონიის(მაღალი არტერიული წნევის) დროს.


*-*-*-*-*-*-*-*-*

100 გრამი ხორბლის მარცვლებს დაასხით წყალი. როდესაც გაღვივდება, გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ ზეთი, თაფლი და ხილის წვენი. მიირთვით დილით, უზმოზე.

*-*-*-*-*-*-*-*-*


აურიეთ დაჭრილი 1 კგ. ჭარხალი, 200გრ. ნიორი, 100გრ. თაფლი. გააჩერეთ 3 დღის განმავლობაში. მიიღეთ 1 დესერტის კოვზი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

*-*-*-*-*-*-*-*-*

აურიეთ 5 ს.კ. ღვიის წიწვი, 4 ს.კ. ასკილის ნაყოფი, 2 ს.კ. ხახვის ნაფცქვენი. დაასხით 1 ლიტრი წყალი, ადუღეთ 10 წთ. შეფუთეთ, გააჩერეთ ღამის განმავლობაში, გაწურეთ. დალიეთ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 2-3 თვე.

*-*-*-*-*-*-*-*-*

აურიეთ 50 ცალი ნიგოზი, 0, 5 კგ. ქიშმიში, 2 ცალი ლიმონი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიიღეთ 1 ს.კ. ნარევი 3-ჯერ დღეში

*-*-*-*-*-*-*-*-*

ასკილის ნაყოფი, ჟოლოს ყლორტი, მაყვალი ჩაივით მოამზადეთ, დალიეთ დღის განმავლობაში.

image

⦁ ჰიპერტონული დაავადების მქონე ავადმყოფებს ეკრძალებათ:



⦁ - ცხიმიანი ხორცის, თევზის და ხორცის ძლიერი ნახარში,
⦁ - მაგარი ჩაი და ყავა,
⦁ - წიწაკა,
⦁ - თალგამი,
⦁ - მდოგვი,
⦁ - ტვინი,
⦁ - შიგნეული,
⦁ - კრემი,
⦁ - მარილიანი, მჟავე, ცხარე პროდუქტები,
⦁ - კაკაო, შოკოლადი,
⦁ - ალკოჰოლური სასმელები.



⦁ ჰიპერტონული დაავადების მქონე ავადმყოფთათვის განსაკუთრებით რეკომენდებულია:


⦁ უმი ხილი (ბანანი, ანანასი, გარგარი, ატამი, ასკილი, ქიშმიში, გარგარის და შავი ქლიავის ჩირი) და ბოსტნეული (კარტოფილი, კომბოსტო), კალიუმის მარილებით და მაგნიუმის მარილებით (სოია, ქერი - "ჰერკულესi", წიწიბურა, ნიგოზი, ნუში) მდიდარი პროდუქტები, ზღვის პროდუქტები, რომლებიც, გარდა ზემოთ ნახსენები მარილებისა, შეიცავენ ორგანულ იოდს (ზღვის კომბოსტო, მიდიები).


----------------------------------------------------------------------

0
236
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0