კონფლიქტები ნაპოლეონის მნიშვნელოვანი ბრძოლები 2019, 19 თებერვალი, 15:04 5. ბოროდინოს ბრძოლა მხარეები: საფრანგეთის პირველი იმპერია, ვარშავის საჰერცოგო, იტალიის სამეფო რაინის კავშირი - რუსეთის იმპერია. თარიღი: 1812 წლის 26 აგვისტო-7 სექტემბერი. მეთაურები: საფრანგეთი და მისი მოკავშირეები–ნაპოლეონ I, მიშელ ნეი, იოაჰიმ მიურატი, ევგენი დე ბოჰარნე. რუსეთის იმპერია–მიხეილ კუტუზოვი, პეტრე ბაგრატიონი, მიხეილ ბარკლაი-დეტოლი. მდებარეობა: ბოროდინო, მოსკოვის ოლქი, რუსეთი. შედეგი: ფრანგების გამარჯვება ძალები : საფრანგეთი და მისი მოკავშირეები-130, 000 - 190, 000 მეომარი,
მოკლე აღწერა: ბოროდინოს ბრძოლა ითვლება ერთ დღიანი ბრძოლების ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1812 წლის 26 აგვისტოს, მოსკოვიდან 125 კილომეტრით დასავლეთით. 12 საათიანი ბრძოლის შემდეგ საფრანგეთის ჯარმა შეძლო დაეკავებინა მომგებიანი პოზიციები რუსული არმიის ცენტრსა და მარცხენა ფლანგზე. ფრანგთა პოზიციებს ასევე შეტევით უპასუხა სრუსეთის იმპერიის სამმა პოლკმა, დაამარცხეს რა ფრანგები და მარშალი მიურატიც მცირედ გადარჩა ტყვედ აყვანას. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა დილის ოთხ საათზე, როდესაც ნაპოლეონმა თავი მოუყარა 45 ათას ჯარისკაცსა და კავალერს დავუს, მიურატისა და ნეის მეთაურობით. რუსეთის ამრიას კი სათავეში ჩაუდგა პეტრე ბაგრატიონი სულ რაღაც 20 ათასი ჯარისკაცით. ბოლოსდაბოლოს, გამარჯვების სასწორმა რუსების მხარეს გადაიწია, მაგრამ კონტრშეტევაზე გადასვლის დროს ფეხში დაჭრილი ბაგრატიონი ცხენიდან გადმოვარდა. ის დაუყოვნებლივ გაიყვანეს ბრძოლის ველიდან. ცნობამ, ბაგრატიონის დაჭრის შესახებ, წამებში მოიარა რუსული ჯარის რიგები და უდიდესი გავლენა მოახდინა რუს ჯარისკაცებზე, რომლებიც დიდ პატივს სცემდნენ გენერალს. ჯარისკაცები დაიბნენ, აირივნენ და უკანდახევა დაიწყეს, შედეგად რუსეთის იმპერიის არმია დამარცხდა, კუტუზოვმა კი უკან დახევის ბრძანება გასცა. 4. ლუბეკის ბრძოლა მხარეები: საფრანგეთის იმპერია - პრუსია, შვედეთი თარიღი: 1806 წლის 6 ნოემბერი. მეთაური: საფრანგეთი: ჟან-ბატისტ ბერნადოტი, იოახიმ მურატი, ნიკოლას სოლტი. პრუსია: გებეჰარდ ბლუჩერი და შვედეთი: კარლ კარლსონ მონრენი. მდებარეობა: ლუბეკი, გერმანია. შედეგი: საფრანგეთის გამარჯვება. ძალები: საფრანგეთი: 35 ათასი ჯარისკაცი და 90 ქვემეხი. პრუსია: 17 ათასი ჯარისკაცი და 52 ქვემეხი. შვედეთი: 1800 ჯარისკაცი. დანაკარგი: საფრანგეთი: ლუბეკთან: 1500 ჯარისკაცი, შვარტაუსთან: უმნიშვნელო დანაკარგი, რაკეტაუსთან: დანაკარი არ იყო. პრუსია/შვედეთი: ლუბეკთან: 6-დან 8 ათასამდე, შვარტაუსთან: 1500 ჯარისკაცი, რაკეტაუსთან: 7810 ჯარისკაცი. მოკლე აღწერა: 1806 წლის 6 ნოემბერს გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა საფრანგეთის იმპერიის არმიასა და პრუსიის არმიას შორის, საბოლოოდ დაეკავებინათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ლუბეკი. ქალაქისთვის ბრძოლა შეგვიძლია რამოდენიმე ნაწილად გავყოთ: ბრძოლა რაკეტაუსთვის, ბრძოლა შვართაუსთვის და ბოლოს ბრძოლა კუბეკისთვი. 3. ბრძოლა ლაიპციგთან მხარეები: მეექვსე კუალიცია(რუსეთი, ავსტრია, პრუსია, შვედეთი, მეკლენბურგშვერენი, საქსონია(18-19 ოქტომბერი), ვურტემბერგი(18-19 ოქტომბერი)) - საფრანგეთი(ვარშავა, იტალია, ბადენი, ნეაპოლი, საქსონია(16-17 ოქტომბერი), ვურტემბერგი(16-17 ოქტომბერი)). თარიღი: 1819 წლის 16-19 ოქტომბერი. მეთაური: მეექვსე კუალიცია: ალექსანდრე I, შვანცენბერგის თავადი, გებარდ ფონ ბლუჩერი, პრინცი ჩარლს ჯონი, იმედი ბენიენზენი. – საფრანგეთი: ნაპოლეონი, ლუი-ალექსანდრე ბერტიერი, მიშელ ნეი, იოახიმ მურატი, იოსებ პოინტეტოვსკი, ფრედერიკ ავგუსტუსი. მდებარეობა: ლაიპციგი, საქსონია. შედეგი: კუალიციის გამარჯვება. ძალები: მეექვსე კუალიცია: 16-17 ოქტომბერი-257 000 კაცი, 1, 400 ქვემეხი, 18-19 ოქტომბერი-365 000 კაცი, 1500 ქვემეხი. საფრანგეთი: 16-17 ოქტომბერი-177, 000 ჯარისკაცი, 700 ქვემეხი, 18-19 ოქტომბერი-195, 000 ჯარისკაცი. დანაკარგი: მეექვსე კუალიცია: 54 ათასი დაიღუპა და დაიჭრა: 34 ათასი (ბოჰემიის არმია), 12 ათასი (სილეზიის არმია), 4 ათასი (ჩრდილოეთი არმია), 4 ათასი (პოლონეთის არმია). საფრანგეთი: 38, 000 დაიღუპა და დაიჭრა, 30 ათასი ტყვედ ჩაბარდა, 5 ათასი გადაიდო, 325 ქვემეხი. მოკლე აღწერა: ლაიფციგის ბრძოლა ან ერთა ბრძოლა მოხდა 1813 წლის 16 დან 19 ოქტომბერს. რუსეთის , პრუსიის , ავსტრიისა და შვედეთის კოალიციის ჯარებმა ალექსანდრე I- ს ხელმძღვანელობით , საბოლოოდ დაამარცხა საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ I- ის არმია. ნაპოლეონის არმია ასევე შეიცავდა პოლონურ და იტალიურ ძალებს. ბრძოლა 1813 წლის გერმანიის კამპანიის კულმინაცია იყო და 600 ათასი ჯარისკაცი, 2, 200 საარტილერიო დანადგარი, საარტილერიო საბრძოლო მასალის 200, 000 რაუნდი და 127 ათასი მშვიდობიანი მოსახლის სიკვდილი მოჰყვა. ეს იყო პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ევროპის ყველაზე დიდი ბრძოლა. ნეპოლეონი პირველად დამარცხდა ბრძოლაში და იძულებული გახდა საფრანგეთსი დაბრუნებულიყო. ხოლო კუალიციის ჯარებმა არ დააყოვნა და მომავალ წელს საფრანგეთსი შეიჩრა, რამაც განაპირობა ნაპოლეონის გადასახლება კუნძულ ელბაზე 1813 წლის მაისში. 2. ტრაფალგარის ბრძოლა მხარეები: გაერთიანებული სამეფო - საფრანგეთი, ესპანეთი. თარიღი: 1805 წლის 21 ოქტომბერი. მეთაური: გაერთიანებული სამეფო-ნელსონი და კუმბერტ კოლინგვუდი. საფრანგეთი, ესპანეთი- პიერ-ჩარლს დე ვილნელი, ფედერიკო გრავინა. მდებარეობა: ტრაფალგარის კონცხი. შედეგი: გაერთიანებული სამეფოს დამაჯერებელი გამარჯვება. ძალები: გაერთიანებული სამეფო-33 გემი(27 ხაზის გემი და ექვსი სხვა). საფრანგეთი, ესპანეთი- 41 გემი(საფრანგეთი: ხაზის 18 გემი და რვა სხვა, ესპანეთი: ხაზის 15 გემი) დანაკარგი: გაერთიანებული სამეფო-458 მკვდარი და 1, 208 დაჭრილი მეზღვაური, სულ: 1, 666. საფრანგეთი, ესპანეთი- საფრანგეთი: 10 გემი ხელში ჩაიგდეს ბრიტანელებმა, ერთი გემი განადგურდა, 3, 373 დაღუპული, 1, 155 დაჭრილი, 4 ათას მეზღვაურზე მეტი ტყვედ ჩავარდა. ესპანეთი: 11 გემი ხელში ჩაიგდეს ბრიტანელებმა, 1, 022 გარდაცვლილი, 1, 386 დაჭრილი, 3-დან 4 ათასამდე ტყვედ ჩავარდა. მოკლე აღწერა: საზღვაო ბრძოლა ბრიტანეთის სამეფო ფლოტსა და ფრანგებისა და ესპანელების კოალიციურ ძალებს შორის. ბრძოლა გაიმართა მესამე კუალიციური ომის ფარგლებში, ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე. კოალიციის ძალებს მეთაურობდა ფრანგი ვიცე-ადმირალი ვილნევი, ბრიტანელებს კი გამოჩენილი ადმირალი ჰორაციო ნელსონი. ნელსონის განკარგულებაში იყო 27 სახაზო გემი, მტრის 33-ის საპასუხოდ. ბრძოლამდე ნელსონმა ბრძანა „ვიქტორიდან“ გადაეცათ ლეგენდარული სიგნალი: ინგლისი მოელის, რომ ყველა ადამიანი თავის მოვალეობას შეასრულებს. ის დღეს ცნობილია, როგორც ნელსონის სიგნალი. ძალთა თანაფარდობის მიუხედავად ბრძოლა ბრიტანელების ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა. ბრიტანელთა დანაკარგები მცირე იყო, თუმცა ბრძოლის მიწურულს ფლაგმანზე, საპარადო ფორმაში გამოწყობილი ნელსონი მტრის სნაიპერის ტყვიამ შეიწირა. ბრძოლის შედეგები კოალიციისთვის გამანადგურებელი იყო. 12 ათას დაჭრილ-დაღუპულ მებრძოლთან ერთად მათ დაკარგეს 22 სახაზო გემი, რომელთაგან 21 მოწინააღმდეგის ხელში გადავიდა. ბრძოლამ წერტილი დაუსვა ნაპოლეონის ცდას გადაელახა ლა-მანშის სრუტე და შეჭრილიყო ბრიტანეთში. 1. ვატერლოოს ბრძოლა მხარეები: საფრანგეთის იმპერია - გაერთიანებული სამეფო, პრუსია, ჰოლანდია, ჰანოვერის სამეფო, ნასაუს სამეფო, ბრაუნშვეი-ლიუნებურგი. თარიღი: 1815 წლის 18 ივნისი მეთაური: ნაპოლეონ ბონაპარდი - ჰერცოგი უელინგტონი და ბლუხერი. მდებარეობა: ვატერლოო შედეგი: კუალიციის საბოლოო გამარჯვება ძალები: საფრანგეთის იმპერია: 72 ათასი ჯარისკაცი - კუალიცია: 118 ათასი ჯარისკაცი(ინგლისელები 68 ათასი, პრუსიელები 50 ათასი). დანაკარგი: საფრანგეთის იმპერია - სულ: 48 ათასი ჯარისკაცი
ინგლისელი: 17 ათასი
ასევე დაგაინტერესებთ: 1. დიქტატორები და მათი შვილები 2. კადრები რომლებმაც მომავალი შეცვალა 3. უკანასკნელი კადრები მომავლის შეცვლამდე 4. მსოფლიოს გასაოცარი ადგილები: აბუ სიმბელი 5. ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები ისტორიაში 6. მონეტები, რომლებიც მილიონრად გაქცევთ 7. მსოფლიოს ძვირადღირებული მანქანები 8. ერთ სიტყვიანი მოთხრობები, რომლებიც გულს აგიჩუყებთ 9. დიქტატორების სიკვდილი: როგორ მოლვდა 5 ცნობილი დიქტატორი 10. არა ძალადობას..! 11. ყველა დროის 5 საუკეთესო ისტორიული ფილმი 12. გიორგი ლეონიძე “ყივჩაღის პაემანი" 13. მე და ღამე 14. მეორე მსოფლიო ომი 15. დიადი მხატვრები მათი საინტერესო ფაქტებით 16. ემოციურადყველაზე მეტად დატვირთული ფილმები 17. სურათები, რომლებმაც მსოფლიო შოკში ჩაადგო 18. 5 ყველაზე გმირული ბრძოლა მსოფლიოს ისტორიაში 19. ფაქტები და უცნაურობები აინშტაინზე 20. 10 ყველაზე ცნობილი განგსტერი 21. ქვეყნების სატანკო შეიარაღება 22. კადრები, რომლებმაც მომავალი შეცვალა(ნაწილი 2) 23. ყველაფერი ლეონელ მესის შესახებ 24. ყველაფერი კრისტიანო რონალდოს შესახებ 25. კალათბურთის მსოფლიო რეკორდები 26.მსოფლიო რეკორდები ფეხბურთი(ნაწილი 2) 27.მსოფლიო რეკორდები ფეხბურთი 28. ყველაზე საშიში ქვეყნები სამოგზაუროდ 29. მაღალანაზღაურებადი ფილმები 30. მამები ყოველთვის მართალნი არიან 31. მსოფლიო საოცრებები: ანგკორ ვატი 32. დაუჯერებელია მაგრამ რეალური 33. 5 წარმოუდგენელი ბრძოლა მსოფლიოს იტორიაში 34. მსოფლიოს უსწრაფესი მანქანები 35. მსოფლიოს უმდიდრესი პოლიტიკოსები 36. 10 სასაცილო ლოგო 37. 10 უძლიერესი იარაღი მსოფლიოში 38. გამონათქვამები, რომლებიც შეცვლის შენს ცხოვრებას 39. საფეხბურთო ისტორიის 10 პენალტი 40. საუკეთესო კაპიტნები 41. აშშ-ის მიერ მოკლული 5 ლიდერი 42. 100 ქვეყანა მოგებული ბრძოლების მიხედვით ავტორი: გიგა ბურდული 331 1-ს მოსწონს |
ამიტომაც მიუჩინა ყველას თავისი ადგილი, დაცვის უფროსიც ქართველი, რომ ყავდა ფაქტებითაა დადასტურებული.