საქართველო მიხეილ სააკაშვილი "სუფთა სისხლის ქართველი ვარ" 2019, 18 თებერვალი, 10:50 საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დნმ-ს ანალიზი ჩაიტარა იმის გამო, რომ "გამოავლინოს საკუთარი ეთნიკური" წარმომავლობა, ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმა Facebook-ზე გააკეთა.
როგორც დნმ-ს ანალიზით ირკვევა სააკაშვილი 99% ქართველია და 1% ბერძენი. სააკაშვილმა დააზუსტა, რომ მისი წინაპრები სუფთა სისხლის ქართველები არიან . მან პირველმა დაარღვია ტრადიცია და დაქორწინდა ევროპელზე. სააკაშვილმა ისიც დასძინა, რომ მსავსი ტესტები ძალზე პოპულარულია აშშ-ში, სადაც გებულობენ 1000 წლის წინანდელ საკუთარი წინაპრების წარმომავლობას. სააკაშვილმა ფეისბუქ-პოსტში აღნიშნა, რომ "სულერთია ამ შემთხვევაში ჩემი გენეტიკური ტესტის შედეგი.არაერთხელ მითქვამს და ვადასტურებ მათთვის, ვისაც სომხები ეზიზღება -მე პოლიტიკურად ვიქნები სომეხი...ვისაც აზერბაიჯანელი სძულს, მათთვის ვიქნები აზერბაიჯანელი..მათ ვისაც ებრაელი ეზიზღება, ებრაელად მოვევლინები და ამავე დროს, ყველაზე ქართველად დავრჩები." 86 4-ს მოსწონს
|