x
image
Teklamaisuraze
,, რადგან სიკეთე ასე იშვიათია, მისი განაწილება კონფლიქტის მიზეზი ხდება "
ადამიანების საზოგადოება კონფლიქტებისგან არასოდეს არ ყოფილა დაზღვეული. კონფლიქტების წყარო კი სამ ძირითად ჯგუფად შეიძლება დავახარისხოთ.

image

* ბიოლოგიური წყარო

* თავისუფლება, როგორც წყარო


* სიკეთე, როგორც წყარო.

განვიხილოთ თითოეული მათგანი.

კონფლიქტების წყარო : ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც მუდამ მზადყოფნაშია დავისა და კონფლიქტისათვის. მასში, ისევე როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმში, მუდმივად არსებობს ენერგიის გარკვეული რაოდენობა, რომელიც გამღიზიანებლის საპასუხოდ არის საჭირო. როდესაც გარემო ამ ენერგიის დახარჯვის საშუალებას არ გვაძლევს, ის აგრესიულობისა და ჭირვეულობის მიზეზი ხდება. ადამიანი ხდება კონფლიქტური.

imageimageimage

* თავისუფლება, როგორც კონფლიქტის წყარო: ადამიანი თავისუფალი არსებაა და მის წინაშე გამუდმებით ჩნდება პრობლემები. სხვადასხვა ადამიანი ერთ პრობლემას სხვადასხვა გზით ჭრის. და ცდილობს საკუთარი ენერგია სხვაზე ზემოქმედებისკენ მიმართოს. ასე წარმოიქმნება კონფლიქტური სიტუაცია . ვიღაც არგუმენტულად მსჯელობს. ვიღაც სხვებს დასცინის, ვიღაც იმუქრება, ამგვარ დაძაბულობაში ღია კონფლიქტის აფეთქება ჩვეული მოვლენაა.

image

* სიკეთე როგორც კონფლიქტის წყარო : ადამიანი ისწრაფვის სიკეთისკენ. რადგან სიკეთე ასე იშვიათია, მისი განაწილება კონფლიქტის მიზეზი ხდება. სიკეთეა ძალაუფლება, პრესტიჟი, სიმდიდრე. ძალაუფლება ესაა შესაძლებლობა, შენი სურვილი სხვას თავს მოახვიო. ძალაუფლება იშვიათია და არათანაბრად განაწილებული.

პრესტიჟი ესაა ინდივიდის ან ჯგუფების თვისება სხვებში აღფრთოვანების გრძნობის გამოწვევის. სიმდიდრე მატერიალური ფასეულობების და მომსახურების ერთიანობაა.

არსებობს რამდენიმე ტიპის კონფლიქტი :

ინფორმაციული კონფლიქტი., რომელსაც ინფორმაციიის ნაკლებობა ან დამახინჯება იწვევს.

ირებულებების კონფლიქტი. რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთ გამომრიცხავმა მიზნებმა ან განსხვავებულმა იდეოლოგიამ, რელიგიამ ან კულტურამ.

ურთიერთობების კონფლიქტი , რომლის საფუძველი შეიძლება გახდეს ძლიერი ემოციები, სტერეოტიპები ან ნეგატიური ქცევა.

image

თავად კონფლიქტი არც კარგია და არც ცუდი . იგი მოცემულობაა, რომელიც პრობლემაა და სირთულეს წარმოადგენს, დამახასიათებელია ორთაბრძოლა, აქედან ყველას გამარჯვება სურს, ამგვარი კონფლიქტები იწვევს დაუოკებელ სწრაფვას უკიდურესობისაკენ, რაც უარეს შემთხვევაში ომით მთავრდება. როდესაც ადამიანები თავიანთი აგრესიული ზრახვების დაოკებას მოახერხებენ, მშვიდობა შენარჩუნებულია.

0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0