x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
აი, რატომ არ იმსახურებთ იყოთ ბედნიერი
ამბობენ, რომ ყველა ადამიანი ბედნიერებას იმსახურებს.

დარწმუნებული ხართ? სერიოზულად, 100 %-ით დარწმუნებული ხართ?

და რას იტყვით მათზე, ვისაც წვრილმანებში ბედნიერების პოვნა არ შეუძლია? რას იტყვით მათზე, ვინც სხვებს ცუდად ეპყრობა?


image


თქვენ ბედნიერებას არ იმსახურებთ, თუ წვრილმანებში სილამაზის დანახვის უნარი არ გაქვთ. და არასდროს იქნებით ბედნიერი, თუ ეს ასე არაა. ჩვენ, ყველა ცხოვრებაში რაღაც უფრო დიდისკენ მივისწრაფვით და თითოეული ჩვენი ნივთი, თითოეული ნაბიჯი არაორდინალური უნდა იყოს. მაგრამ რატომ ვცდილობთ რაღაც უფრო დიდის მიღწევას და არა მცირედის, რატომ გავხდით ასეთი ხარბები?

ამბობენ, რომ სილამაზე შეიძლება ადამიანის თვალებში დაინახოთ. ასე რომ, თუ სამყაროს ხედვაზე თავად ხართ პასუხისმგებელი, რატომ არასდროს არ გყოფნით?

ბედნიერებას არ იმსახურებთ, თუ სხვებს შეურაცხყოფას აყენებთ. არასდროს იქნებით ბედნიერი, თუ ეს ასეა. ადამიანებია იმდენად ნაზები არიან და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი სახის ტკივილის გადატანა გვიწევს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხის დამცირების უფლება გაქვთ.


image

ზოგჯერ გვესმის, რომ მხოლოდ ერთ ღიმილს დღის გაბედნიერება შეუძლია, ლიფტში შემხვედრი ადამიანის ერთი შექება კი განწყობას გვიუმჯობესებს. რატომ არ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს და ისინი, როგორც ყვავილები, ისე მოვრწყათ? სხვებთან თავაზიანობა და გულწრფელობა არაფერი გვიღირს. ტყუილის თქმას და თავაზიანობას არავინ გაიძულებს, მაგრამ თუნდაც უხეში მაინც არ იყოთ. გახსოვდეთ, რომ სხვებს ისე უნდა მოექცეთ, როგორც გსურთ რომ თქვენ მოგცენ.

თქვენ არ იმსახურებთ ბედნიერებას, რადგან საკუთარ ბედნიერებაზე პასუხისმგებლობას სხვებს აკისრებთ. მაგრამ ასეთი გავლენა თქვენს ცხოვრებაზე არავის უნდა ჰქონდეს. ასეთი პასუხისმგებლობა არავის უნდა მიანიჭოთ, ეს ადამიანი როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს. აი ფაქტი: სამუდამო არავინ და არაფერია. თუ ადამიანი, რომელიც თქვენს ბედნიერებაზე პასუხისმგებელი იყო, შეიძლება თქვენი ცხოვრებიდან წავიდეს, მაშინ თქვენ სულელი ხართ, თუ მას ბედნიერებაზე პასუხისმგებლობას მიანიჭებთ. ერთადერთი ადამიანი, ვინც თქვენთან სამუდამოდ იქნება - თავად თქვენ ხართ.

ამბობენ, რომ ჩვენ ცხოვრებაში ვუშვებთ სიყვარულს, რომელიც ღირსეულად მიგვაჩნია. თუ ეს ბედნიერებას ეხება? თუ ჩვენ ვღებულობთ ბედნიერებას, რომელსაც ღირსეულად მივიჩნევთ? თუ ასეა, მაშინ თქვენ თავად ბედნიერების ღირსი ხართ?

ვფიქრობ, ჩვენ, საკუთარ თავს ბედნიერად ყოფნის უფლება უნდა მივცეთ. ხოლო ყველაზე დიდი ბედნიერებაა სხვებთან ერთად რაღაცის გაკეთება. თუ არ გსურთ, სხვებს ბედნიერება მიანიჭოთ, მაშინ, როგორც მინიმუმ, თქვენი ქცევით ნურც მწუხარებას და დარდს მოუტანთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. რას ნიშნავს სინამდვილეში „პატივისცემა“ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალისთვის კარის გაღება

2. მამობა არა „ცოლის დახმარება“, არამედ ბავშვისთვის მშობლობის გაწევაა

3. მშობლების დაკარგვა ყოველთვის შეგცვლით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ

4. 26 კითხვა, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ

5. როგორ უნდა ვიცხოვროთ - უძველეს ხელნაწერებში დაწერილი ცხოვრების 9 წესი

6. გაზლაითინგი: ფსიქოლოგიური მანიპულაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეთოდი

7. მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ

8. ემოციური ძალადობის 30 ნიშანი

9. 10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ

10. ტესტი: რამდენად კარგი ადამიანი ხართ


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1231
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0