კაბები ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი კაბა მოდის ამომავალ ვარსკვლავს კენდალ ჯენერს "at Tiffany's NYFW" ეცვა ( + ფოტოები და ვიდეოები ) 2019, 16 თებერვალი, 12:15 ![]() წითელი ხალიჩა მოდის ვარსკვლავებისთვის ერთგვარი წარმატების გარანტია და საინტერესოა რა გზას გადიან სელებრითები იმისთვის, რომ წლის ყველაზე გემოვნებიანი სტატუსი მოიპოვონ.წელიწადში ორჯერ ცნობილი მოდის სახლები ქალაქების და ქვეყნების მონაცვლეობით ახალ ტრენდებს მსოფლიოს აცნობენ.ნიუ იორკიდან, პარიზიდან, მილანიდან ახალი კოლექციები პირდაპირ ვარსკვლავების გარდერობში ხვდება.თავდაპირველად კაბების შერჩევა დიზაინერებტან ერტად ხორციელდება და შემდეგ თითოეული მათგანის სპეციალური მენეჯერების აზრის გათვალისწინებით საბოლოო ვარიანტზე თანხმდებიან.თავად ვარსკვლავი ამ ლუქის წარდგენას მხოლოდ ორ წუთს ანდომებს და მერე უკვე მსოფლიომ იცის, თუ ვინ შექმნა წითელი ხალიჩის ჰიტი. ![]() ![]() ცნობილი გახდა, რომ მოდის ერთ - ერთ ამომავალ ვარსკვლავს კენდალ ჯენერს ქართველი დიზაინერის მაკა კვიციანის მიერ შექმნილი კაბა ეცვა.
![]() როგორც ამბობენ, მოდელმა კაბა საკუთრივ დაიტოვა, რაც იმის გარანტია, რომ წითელ ხალიჩაზე ქართველი დიზაინერის გვარი კიდევ ერთხელ გაჟღერდება. ![]() ![]() ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე "კრისტიან დიორის", "ვერსაჩეს", "ჟივენშის" და ა. შ. წარსდგებიან ხოლმე და მათ რიცხვშია ახლა მაკა კვიციანის შავი სამოსი შავი ტყავის ხელთათმანებით, რომელიც 23 წლის სუპერ მოდელის კენდალ ჯენერის გარდერობს ამშვენებს.
![]() ![]() ![]() 186 3-ს მოსწონს
|