საბუნებისმეტყველო როგორ მოიპოვება ნატურალური, ბუნებრი ქვები 2019, 14 თებერვალი, 22:50 ქანები დედამიწის ქერქი ქანებისაგან შედგება, ქანები კი, თავის მხრივ მინერალების მცირე ფრაგმენტებისგან არის აგებული. დედამიწის ქერქის შიგა ფენებში წარმოქმნილი გამდნარი და გავარვარებული მასის ანუ ლავის, დედამიწის ზედაპირზე ამოფრქვევის, გაციების და გამაგრების შედეგად იქმნება ვულკანური ქანები. ერთი შეხედვით ქანები უცვლელი გვეჩვენება, მაგრამ ისინი მუდმივად განიცდიან სახეცვლილებას. სიცხე, წნევა და ატმოსფერული აგენტები ქანების გარდაქმნას განაპირობებენ, რაც დროთა განმავლობაში დედამიწის ლანდშაფტის ცვლილებას იწვევს. ქანების სახეობები დედამიწის ქერქის ამგები ქანები სხვადასხვა სახისაა. ფორმირებისა და წარმოშობის მიხედვით ქანები 3 ძირითად ჯგუფად იყოფა: მაგიური, და ნალექი და მეტამორფული ქანები. მინერალები და მათი სიმყარე მინერალები ქანების ძირითად შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენენ. მინერალების კლასიფიკაცია მათი შემადგენლობისა და შიგა სტრუქტურის საფუძველზე ხდება. მინერალების სიმკვრივე 10 ბალიანი სკალით ისაზღვრება. აერთიანებს რბილ და მყარ მინერალების. რომლებიც ისეთი თანმიმდევრობითაა დალაგებული, რომ ყოველი წინა მინერალი მომდევნო მინერალით იკაწრება. 1.ტალკი ტალკი ყველაზე რბილი მინერალია. 2. თაბაშირი
3.კალციტი
კადციტი ბრინჯაოს მონეტასავით მყარია. 4.ფლუორიტი
ფლუორიტი იკაწრება დანით. 5.აპატიტი
6. კალიუმის მინდვრის შპატი კალიუმის მინდვრის შპატი იკაწრება ფოლადით. 7. კვარცი
8. ტოპაზი ტოპაზი იკაწრება უჟანგავი ფოლადის ფურცლით. 9. კორუნდი კორუნდი გაკაწვრა შესაძლებელია მხოლოდ ალმასით. 10. ალმასი ალმასი ყველაზე მყარი მინერალია პლანეტაზე მილიონობით წლის წინ მომხდარი ძირეული ცვლილებების შესახებ სრულყოფილ წარმოდგენას ქანების შესწავლა გვიქმნის. ქანების შემადგენლობა დედამიწის ქერქის ამგებ მინერალთა ბუნებრივ აგრეგატს ქანები წარმოადგენს. ქანების შემადგენლობა მათივე ტიპს განსაზღვრავს მაგ. გრანიტის შემადგენლობაში კვარცი, მინდვრის შპატი, და ქარსი ( მიკანიტი) შედის. აქედან რომელიმეს დანაკლისი ქანის სახეცვლილებას გამოიწვევს. 800 გრადუსი ცელსიუსი, ეს ის ტემპერატურაა, რომელზეც დნება ქანები და წარმოიქმნება მაგმა. 525 შეფასება არ არის
|