სისხლის სამართალი კოლუმბიაში გაასამართლეს მამაკაცი,რომელმაც 276 ბავშვი გააუპატიურა 2019, 14 თებერვალი, 15:28
კოლუმბიის სასამართლომ 60 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სერიულ პედოფილს, ხუან კარლოს სანჩეს ლატორე(Juan Carlos Sánchez Latorre ), რომელმაც 2007-2008 წლებში სექსუალურად იძალადა 276 ბავშვზე. იმ დროს მამაკაცი 30 წლის იყო და სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული იყო ფსევდონიმით Big Bad Wolf, რა დროსაც იგი ავრცელებდა ან ცვლიდა პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო-ვიდეომასალას, ამასთანავე, პედოფილი უკავშირდებოდა მცირეწლოვან ბავშვებს და პირადად ხვდებოდა სავაჭრო ცენტრების მიდამოებში, ფულის სანაცვლოდ მათთან ამყარებდა სექსუალურ კავშირს, უარის შემთხვევაში თავს ესხმოდა ბავშვებს და მათზე ძალადობდა.
ხუან კარლოს სანჩესი შარშან დააკავეს ვენესუელაში, რის შემდეგაც მოხდა მისი კოლუმბიაში ექსტრადირება. მამაკაცი დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა ვენესუელაში ყალბი დოკუმენტებით. სასამართლოს მსლელობისას სერიულ პედოფილს დაუმტკიცდა სექსუალური ძალადობა 276 გოგონაზე და ბიჭუნაზე, გამოძიება ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით, სერიულ პედოფილს ამ 10 წლის განმავლობაში ვენესუელაშიც აქვს დანაშაულები ჩადენილი. ხუან კარლოს სანჩეს ლატორესს 60 წელიწადი მოუწევს ციხეში ყოფნა. იხილეთ კრიმინალური ამბები446 5-ს მოსწონს
|