x
image
ზოგადი განათლება
განათლების მინისტრი: ''სასკოლო განათლებაში ჩავარდნა მეექვსე კლასიდან ხდება... ერთ თემას ვერ ვიპოვით სადაც მყარად ვართ...''

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინსტრმა ბოლო ორი დღის განმავლობაში, განათლების სისტემის ჩავარდნებზე ისაუბრა.


image

გთავაზობთ მნიშვნელოვან მონაკვეთებს ვრცელი განაცხადიდან:


„უნდა შევცვალოთ დაწყებით კლასებში ის მიდგომები, რასაც ბავშვთან მუშაობა გულისხმობს. მეტი ორიენტაცია აზროვნებისკენ და ნაკლები ორიენტაცია დასწავლულობისკენ და დაზუთხვისკენ. სრულიად განსხვავებული ბავშვები მოდიან. სრულიად გაუგებარია, რატომ არ ჩავრთოთ ისინი უფრო აქტიურად საგაკვეთილო პროცესში. დავიზეპირეთ, გამოცდა ჩავაბარეთ - არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა“


ასევე პროფესიულ პროგრამებზეც ისაუბრა

''ახლა ძალიან ბევრი პროფესიული პროგრამა იხსნება, რომ დავეხმაროთ ბავშვებს, გააკეთონ არჩევანი. მე-10 კლასიდან შეიძლება გადადგან ნაბიჯი პროფესიულისკენ, თუმცა მათ შემდეგ ასევე შეეძლებათ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ სწავლა“.


მინისტრმა ერთ-ერთ უმთავრეს ჩავრდნად სასკოლო წიგნები დაასახელა

„ცვლილებები და განახლება გაგრძელდება, როგორც მასალის კუთხით, ასევე შინაარსის კუთხით. სახელმძღვანელოები, პედაგოგები, ინფრასტრუქტურა – ერთ თემას ვერ ვიპოვით, სადაც ვართ მყარად. მთავარია ჩამოვაყალიბოთ ხედვა, საით მივდივართ. წლები სჭირდება, რომ მთლიანად საქართველოში ინფრასტრუქტურა გამოსწორდეს“.

განათლების მინისტრი ამბობს, რომ სასწავლო მასალის თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოება გაგრძელდება. ბატიაშვილის თქმით, იმდენად მძიმე იყო სასკოლო წიგნები, რომ სპორტული მონაცემები უნდა ჰქონოდა ბავშვს, რომ ჩანთის ტარება შესძლებოდა.

მიხეილ ბატიაშვილი ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო სკოლებში სწავლის სტანდარტი კერძო სკოლებზე უკეთესი უნდა იყოს. მინისტრის თქმით, რეფორმამ უნდა დადოს ახალი სტანდარტების სკოლა.

„მარტში იწყება განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა, სადაც იქნება კომაროვის ფილიალიც. ახალს რასაც გავაკეთებთ, უნდა იყოს ძალიან მაღალი სტანდარტის და რეგიონში ერთ–ერთი საუკეთესო სკოლები თავისი სტანდარტით. არ უნდა იყოს ისე, რომ სახელმწიფო სკოლები არ არის პრესტიჟული. პირიქით უნდა გავაკეთოთ – იგივე პედაგოგების და ანაზღაურების კუთხით. შეუძლებელია 2–ათასზე მეტი სკოლა ნულიდან აშენდეს, მაგრამ სადაც ახალი აშენდება, უნდა იყოს მაღალი სტანდარტები“,




0
102
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0