სხვა "სიკვდილის წინ ისტერიულად ტიროდა" - სტალინის 5 ყველაზე ცნობილი ჯალათი 2019, 13 თებერვალი, 13:38 ![]() ნიკოლაი ეჟოვი - იგივე "რკინის სახალხო კომისარი" და "სისხლიანი ქონდრისკაცი". შს სახალხო კომისარიატის მეთაური სტალინის სურვილების მთავარი შემსრულებელი იყო, მას სურდა ისტორიაში შესულიყო, როგორც "რუსი მარატი"(საფრანგეთის რევოლუციის მოღაწე), მაგრამ სიდაბლის(155სმ) და რაქიტული აგებულების გამო შეარქვეს მეტსახელი "სისხლიანი ქონდრისკაცი". ![]() მოწმეთა მტკიცებით, ხშირად ესწრებოდა სიკვდილით დასჯას და თითქოს დახვრეტილი მაღალჩინოსნების სხეულიდან ამოღებული ტყვიების კოლექციასაც აგროვებდაო, უყვარდა სიკვდილის დასჯის სპექტაკლად ქცევა, მაგალითად, პატიმარს აყურებინებდა სხვების სიკვდილით დასჯას, ბოლოს კი მას კლავდა. ასე მოექცა გენრიხ იაგოდას, გულაგის დამაარსებელს და სახალხო კომისარს - სანამ მოკლავდნენ, ეჟოვის ბრძანებით ჯერ სცემეს, შემდეგ კი დახვრიტეს. ![]() ![]() მასიური რეპრესიების მთავარ ჯალათს ისევე მოქცნენ, როგორც თვითონ მოექცა თავის წინამორბედ სახალხო კომისარ გენრიხ იაგოდას, როგორც მოსალოდნელი იყო, ეჟოვი უკვე აღარ სჭირდებოდათ, როგორც ის უთხრიდა ძირს იაგოდას, ასე გაუკეთა მასვე ახალმა შს სახალხო კომისარიატის მეთაურმა, ლავრენტი ბერიამ. ბრალდება სტანდარტული იყო, რეპრესიის წლებისთვის დამახასიათებელი, იგი 1940 წელს დახვრიტეს, ნიკოლაი ეჟოვი 44 წლის იყო. ლავრენტი ბერია - ეჟოვის შემცვლელი მოხერხებული ინტრიგანი იყო, ადვილად იშორებდა თავიდან შესაძლო კონკურენტებს. მართალია იგი არ იყო 1937-38 წლების "დიდი ტერორის" ორგანიზატორი, მაგრამ მისი ზეგავლენა უდიდესი იყო. ![]() ![]() ვიქტორ აბაკუმოვი - მისი კარიერული აღმასვლა დიდ ტერორთან ერთად დაიწყო, რამაც სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პოსტამდე მიიყვანა. გაუნათლებელი, მაგრამ ჯანმაგარი და სპორტული, დაკითხვების "დიდოსტატი", გერმანელი აგენტების გამოვლენის გარდა "დიდი წმენდა" მოაწყო საკუთარი ქვეყნის ჯარის რიგებშიც, "გაასამართლა" და დახვრიტა მინიმუმ 150 000 სამხედრო. კონტრდაზვერვის განხორციელებული ყველა ხმაურიანი საქმე მის სახელთან იყო დაკავშირებული, მათ შორის იყო გატაცებები, წამებები. მანვე დაარწმუნა სტალინი, რომ არსებობდა "ებრაელთა შეთქმულება", რა დროსაც სასიკვდილო ავტოავარია მოუწყვეს სახალხო არტისტს სოლომონ მიხოელსს. ![]() ![]() გრიგორი მაირანოვსკი -იგივე "სიკვდილის დოქტორი" და"საბჭოთა დოქტორი მენგელე". "ლაბორატორია იქსის" ხელმძღვანელი, გასაიდუმოებული ობიექტი ლუბლიანკაზე, სადაც სასიკვდილო შხამებს ცდიდნენ პატიმრებზე, "ცდები ტარდებოდა ე.წ. "ხალხის მტრებზე", მას აკვირდებოდნენ ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი კლავდნენ. სხვათა შორის, ბევრი თანამშრომელი გადატანილი სტრესების გამო გალოთდა, ზოგიერთს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და მეტიც, იყო თვითმკვლელობის შემთხვევებიც. ![]() ერთ დღესაც, "შხამების დიდოსტატი" სახიფათო გახდა ხელისუფლებისთვის და მაირანოვსკი 1951 წელს დაიჭირეს, თუმცა არ დახვრიტეს. მას 10 წელი პატიმრობა მიუსაჯეს, სხვათა შორის, ციხეში ყოფნის დროს მაირანოვსკის პანიკურად ეშინოდა მოწამვლის, ამიტომ წერილებს წერილებზე წერდა ციხიდან, მათ შორის ბერიას და ხრუშჩოვს. ![]() ვასილი ურლიხი - მეტსახელად "გომბეშო მუნდირში", სამხედრო კოლეგიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სტალინის კიდევ ერთი ჯალათი, რომელსაც ათეულობით საქმის განაჩენი "ბითუმად" გამოჰქონდა, სულ რაღაც 15 წუთის განმავლობაში, 1936-38 წლებში ურლიხის კოლეგიამ 25 000 ადამიანს გამოუტანა განაჩენი - დახვრეტა. მათ შორის იყვნენ იაგოდა და ეჟოვიც. ![]() 2882 6-ს მოსწონს
|