x
image
Culture Express
თემურ ელიავა ნანუკას შოუში საკუთარ რუბრიკას გაუძღვება: " თქვენ მოითხოვდით რომ თემურ ელიავას ცხოვრება შეგვეცვალა და აჰა ყოველ ოთხშაბათს.."
image ახალგაზრდა ქართველი პოეტი თემურ ელიავა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში მაყურებლის წინაშე ახალი რუბრიკით წარდგება. მის ნაწილს "თემურ ელავას ათი წუთი" ერქმევა და ის ყველა გადაცემაში, ყოველ ოთხშაბათს იქნება.


ამის შესახებ ინფორმაცია გადაცემის გვერდზე გავრცელდა. ვიდეოში ტელეწამყვანი აღნიშნავს:


" ახალი ამბავი, რომელიც სიამაყით, რუდუნებით, გულით და დიდი სიხარულით უნდა გამცნოთ.. ყოველ ოთხშაბათს, ნანუკას შოუში იქნება რუბრიკა " თემურ ელიავას ათი წუთი" რაც ნიშნავს იმას, რომ პოეტი თქვენთვის დაწერს ლექსებს და შემდეგ თქვენთვისვე თავად წაიკითხავს. ასევე რაც ნიშნავს იმას რომ თემური გახდა ჩვენი დიდი ოჯახის წევრი, როგორც ნანუკას შოუს, ისევე მთელი რუსთავი 2-ის და ამ ამბის კონტექსტში უნდა გითხრათ 2 სიტყვით. რომ თემურ ელიავას ჰყავს უკარგესი ცოლი, გოგო, რომელმაც შეძლო პოეტი დაერწმუნებინა, რომ არ "გაბღენძილიყო" დაარწმუნა ამ იდეის სისწორეში და აუცილებლობაში.დიდი მადლობა ამ არხზე მთავარი გადაწყვეტილების მიმღებს - ნიკა გვარამიას, რომელიც ერთ ზარში მიხვდა ამბის აუცილებლობას. მიზანს, მიზეზს და მითხრა რაც საჭიროა გავაკეთოთ ნანუკა, თუ საჭირო იქნება გამოკვლევები, საღამოები, უზრუნველყოფა რომ წიგნი დაიბეჭდოს. რაც საჭიროა ამ ბიჭს ყველაფერი გავუკეთოთ. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ნიკა შენ ამ ყველაფრისთვის, შენი მხარდაჭერის გარეშე ეს არ გამოვიდოდა. დიდი მადლობა თქვენ, მაყურებლებს იმიტომ რომ სწორედ თქვენ მოითხოვდით თემურ ელიავას ცხოვრება შეგვეცვალა და აჰა დღეიდან ყოველ ოთხშაბათს, თქვენი სტუმარი იქნება თემურ ელიავა, ჩემი აზრით თანამედროვე საქართველოს გენიოსი, რომელსაც ალბათ დიდი სიამოვნებით გაიცნობდა თვით გალაკტიონ ტაბიძეც კი." - ნანუკა ჟორჟოლიანი

image


აღნიშნულ სიახლეს Facebook- მომხმარებელთა სრული უმრავლესობა დადებითად შეხვდა:

" ძლივს, პოზიტიური, სასიხარულო.. მოვისმინე, წარმატებები მართლაც და გენიოს პოეტს..

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ მადლობა ამისთვის, ეგრე რა დალოცვილებო.."


"ძლივს რაღაც ნორმალურიც მოხდა, კიდევ კარგი დროულად რომ აფასებთ ამ გენიოს ბიჭს.." - ნათქვამია კომენტარებში


image

0
275
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0