ანეკდოტები ახალი ''ცინცხალი'' ანეკდოტები იუმორის მოყვარულებს 2019, 12 თებერვალი, 12:20 ანეკდოტები''დიდუბიდან'' მატარებელი დაიძრა თუ არა, სვანი დაიხარა და შარვლის ტოტების აკეცვა დაიწყო. - რას აკეთებ? - ჰკითხა მეგობარმა. - შემდეგი სადგური ''ღრმა ღელეო'' და...
* * *გურულს პოლიციაში დააწყებინებენ მუშაობას. მისცემენ მკვლელის სურათს, - ეს კაცი დამნაშავეა და დასაჭერიაო - რო უღებდით აი სურათს, დეგეჭირათ მაშინ, სა ვდიო ახლა?
* * *ქალმა პოლიციას მიმართა: ქმარი დამეკარგაო. ჰკითხეს, როგორ გამოიყურებაო, რა ჩვევები ახასიათებსო. მერე კი უთხრეს: როცა ვიპოვით, რა გადავცეთო? ქალმა უთხრა: გადაეცით, რომ დედაჩემი ჩემთან საცხოვრებლად აღარ გადმოდის–თქო.
* * *ცოლი ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ ყურმილს დებს. ქმარი ეკითხება: რა იყო, ძვირფასო, საუბარი ასე მალე რატომ დაამთავრე? - სხვაგან მოვხვდი - პასუხობს ცოლი * * *
ბაზრობაზე მყიდველი ეუბნება მეგრელ გამყიდველს: - რომ მეუბნებით, სუფთა შალიაო, აი, ეტიკეტზე აწერია 100% ბამბაო. რატომ მატყუებთ? - როგორ გეკადრებათ, ქალბატონო, მაგით თქვენ კი არა ჩრჩილს ვატყუებთ.
* * *ორი ნასვამი სვანი შეუვარდა კაბინაში მეტროს მატარებლის მემანქანეს: - ეხლავე ჩვენს სახლში, უშგულში წაგვიყვანე თორემ... მემანქანე არ დაიბნა, მიკროფონი აიღო და: - კარები იკეტება. შემდეგი სადგური ''უშგული''
* * *დამწყებმა მსახიობმა, რომელსაც თავი ტრაგიკოსად წარმოედგინა, ნ. რიბოკოვს, გამოჩენილ ტრაგიკოსს, სთხოვა, მნახეთ ოტელოს როლშიო. სპექტაკლის შემდეგ ოსტატს ჰკითხა: - ხომ კარგად ვკლავ დეზდემონას? - კარგად - მიუგო რიბაკოვმა - მაგრამ შენ გაცილებთ უკეთ კლავ შექსპირს.
* * *172 შეფასება არ არის
|