კახეთი ქართული რესტორანი "გიჟი ბროწეული” მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების სიაში მოხვდა 2019, 12 თებერვალი, 12:11
რესტორნების "ოსკარი" გადაეცემა ქართულ რესტორანს, "გიჟი ბროწული", რომელიც სიღნაღის მუციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მდებარეობს.
“მსოფლიო რესტორნების დაჯილდოება” (World Restaurant Awards) შედგება პარიზში 18 თებერვალს, რომელსაც ამერიკული კორპორაცია IMG-ი წარმოადგენს. ხმის მიცემაში მონაწილეობდა 100- საერთაშორისო ექპერტი 36 ქვეყნიდან. მათ შორის მზარეულები, გურმანები, ჟურნალისტები და ისტორიკოსები. ქართული რესტორანი მსოფლიოს 28 საუკეთესო რესტორნის სიაში მოხვდა, გამარჯვებული გამოვლინდება 11 კატეგორიაში. რესტორანი 2016 წელს დააარსა ჯონ ვურდენმანმა, "გაქართველებულმა ამერიკელმა", რომელიც ჯერ კიდევ 1997 წელს დასახლდა საქართველოში, კერძოდ სიღნაღში, მართლმადიდებლად მოინათლა, მოიყვანა ქართველი ცოლი და უძველესი ქართული ტრადიციების დაცვით ნატურალური ღვინის წარმოება დაიწყო, რომელიც მსოფლიოს 9 ქვეყანაში იყიდება. "გიჟი ბროწულის" გარშემო “ვარდისფერი რქაწითელის” ჯიშის ვენახია გაშენებული. 1258 5-ს მოსწონს
|