x
image
ლანა92
ქართული მითოლოგია: ფერთა სამი განზომილება

image

ქართული კოსმოგონიური სისტემა ცნობდა სამ ფერს: თეთრს, შავსა და წითელ ფერებს.სულხან-საბას ლექსიკონში სიტყვა "ფერის" განმარტებისას მითითებულია "თეთრი, წითელი, შავი და მისთანანი". ფერთა სამწევრიანი სისტემა დამახასიათებელია მთელი მსოფლიო მითოლოგიისათვის, ადამიანის სხეულებრივი გამოცდილება დაკავშირებულია სწორედ თეთრ, წითელ და შავ ფერებთან. იგი გვხვდება ქართულ ზღაპრებში, ფოლკლორულ შემოქმედებაში და მაგიურ ტექსტებშიც. მაგალითად, "ქოროღლის ეპოსის" ერთ-ერთი ქართული ვერსიის მიხედვით, ქოროღლის მამისაგან მემკვიდრეობით ერგო 3 ცხენი: შავი ფერის იარიზი-იავიზი, წითელი ტორათი და თეთრი ყირათი.

1.თეთრი

image

თეთრი ქართულ მითოლოგიაში მოიაზრება ზესკნელის ფერად, გაიგივებულია ნათელთან, სამზეოსთან, სალოცავთან, ღმერთთან, მის სინონიმებად კი გამოყენებულია "უნიშნოდ თეთრი", "მთლად თეთრი", "ცივათ თეთრი", "სპეტაკი", გაქათქათებული".

2.წითელი

image

წითელი ფერი ქართულ მითოლოგიაში ასახავდა ყოველივე დადებითს, მიიჩნეოდა სასიამოვნო მოვლენების მაუწყებლად.

3.შავი

image

შავი თეთრი ფერის ანტიპოდია, გამოხატავს ყოველივე ნეგატიურს:გლოვას, ბოროტებას, ჩაგვრას, უბედურებას, უიღბლობას, უკეთურებას.ამას ადასტურებს დღემდე შემონახული სიტყვები: "შავეთი", "შავი დღის დაყენება", "შავბედიანობა", "შავად გათენება", "შავსვიანობა", "შავბნელი დრო" და სხვა.

= ფერთა მაგიურობა =

ქართული მითოლოგიის მიხედვით, ფერებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ის, თუ როგორ მოუწევთ ცხოვრება ადამიანებს ამა თუ იმ დროს. კერძოდ, ქართველ მთიელებს მტკიცედ სწამდათ, რომ ჟამს, შავ ჭირს იწვევდნენ ადამიანის მსგავსი პატარა არსებანი.უკანასკნელნი სამი ფერის, თეთრი, წითელი და შავი ფერის ისრებს ესროდნენ ადამიანებს: შავისარნაკრავი უმალ კვდებოდა, წითელისარნაკრავი - ოდნავ მოგვიანებით, თეთრისარნაკრავი - უვნებელი რჩებოდა.

ქართული მითოლოგიის თანახმად, ფერთა სამწევრა კლასიფიკაციაში თეთრს ჰქონდა ყველაზე მცირე მაგიური ძალა, წითელს - ბევრად მეტი, ხოლო შავი მაგიურობის უმაღლეს საფეხურს აღწევდა. ფერთა ამ ნიშნით ხსენება ქართულ ზრაპრებსა და შელოცვებში ემსახურებოდა, ერთი მხრივ, სამყაროს იერარქიული სტრუქტურის ჩვენებას, მეორე მხრივ, მათი მაგიური ძალის ხაზგასმას. გათვალულის შელოცვის ტექსტის მიხედვით:

აჭარული - "..მოვდოდა შავი წყალი, მას მოქონდა შავი გველი. ჩავყევი ჩემი ყავარჯენი, ამევღე შავი გველი."

იმერული - "..გასკტა შავი კტე, გამევიდა შავი კაცი, ას გამოუყუა შავი ცხენი, შავი ლაგამი, შავი უნაგირი, შავი მათი მოწყობილობა..".

მესხური - "..მოვიდა შავი წვიმა, დაწვიმა შავბალახაზე. გასკდა შავი კლდე, მოვიდა შავი ძროხა, მოვიდა შავი ქალი, მოწველა შავმა ქალმა..".

0
72
3-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0