სხვა გამოცდებს რომ ცნობილი მწერლები იბარებდნენ... - სახალისო ვარაუდები 2019, 12 თებერვალი, 12:05
საატესტატო, ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო, სემესტრული... მნიშველობა არა აქვს რა ერქმევა, მთავარი ისაა, რომ ყველანაირი გამოცდა ყოველთვის სტრესთან არის დაკავშირებულია და, შესაბამსად, ყოველთვის უსიამოვნოა... ამიტომ, მოსწავლეებო, სტუდენტებო, ან თუნდაც მასწავლებლებო, გუნება-განწყობა ცოტათი მაინც რომ გამოგიკეთოდ, გთავაზობთ სახალისო ვარაუდებს, იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა გამომცდელების ადგილზე ყველასათვის ცნობილი მწერლები რომ ყოფილიყვნენ... სოკრატე: "მე ვიცი, რომ თქვენ არაფერი იცით!" ჰომეროსი: "გამოცდისთვის მზად ხართ?" - "დიახ" - "დავიწყოთ გემების ჩამონათვალით". ალექსანდრე დიუმა (მამა): "გამოცდისთვის მოემზადეთ?“– "დიახ" – "მაშ დაიცავით თავი, ბატონო!". შექსპირი: "გამოცდისთვის მოემზადეთ?" – "დიახ" – "თუ არ მოემზადეთ?" გაბრიელ გარსია მარკესი: "გამოცდისთვის მოემზადეთ?" – „დიახ“ – „თქვენ ნამდვილი გმირი ხართ! მოგვიყევით თქვენი ოჯახის სშსახებ...“ ილფი და პეტროვი: „ამხანაგო სტუდენტებო (მოსწავლეებო)! თქვენი საგამოცდო ბილეთები ჩაკერილია სკამებში, რომლებზეც ზიხართ!“ ლერმონტოვი: „მზად ხართ დაიცვათ თქვენი პასუხი, ჩემო ბატონო?“ – „დიახ“ – „მაშ განაგრძეთ..." ალექსანდრე ბლოკი: „ისწავლეთ ბილეთები?“ – „დიახ“ – „ყოჩაღ, წმინდად სიმბოლურად, გიწერთ ხუთიანს“. ჩეხოვი: “გამოცდისთვის მოემზადეთ?“ – „არა“ – „ ვნახოთ რამდენად გულმხურვალედ ევედრეთ უფალს“. ჯეიმს ჯოისი: „ბოლომდე ჩაიკითხეთ – „არა“ - ახლა ჩაიკითხეთ?“ – „დიახ“ – „შენიშვნა?“ – „შემიბრალეთ...“ არტურ კონან დოილი: „თქვენი თვალების ქვეშ გაჩენილი მუქი ზოლების მიზედვით თუ ვიმსჯელებთ, მეცადინეობდით... მაგრამ მენთოლის საღეჭი რეზინი და არარსებობა საათისა, რომელსაც ყოველთვის ატარებდით და ახლაც ჩვეულებრისამებს ეძებთ მაჯაზე - მაფიქრებინებს, რომ ღამე თქვენს საწოლში არ გაგიტარებიათ. ხოლო ის, თუ როგორ აწვალებთ ჩანთის შესაკრავს და იქნევთ კალამს, მარწმუნებს, რომ მზად არ ხართ.“ შარლ ბოდლერი: „გამოცდისთვის მოემზადეთ? – „არა. ლექსებს ვწერდით, ღვინოს ვსვამდი და ერთმანეთი გვიყვარდა“ – „ცუდი არ არის, მაგრამ ყველაფერი მაინც ფერფლია, მხოლოდ ფერფლი...“ ზიგმუნდ ფროიდი: „გამოცდისთვის ემზადებოდით თუ გეძინათ?“ – „ვემზადებოდი“ – „ჰოდა მაშინ ამ ანტიმეცნიერული ერესით იუნგთან მიბრძანდით“. მაიაკოვსკი: „მოემზადე?“ – „არა“ – „შესანიშნავია! აბა ყველაფერი ამოალაგე შარვლის ტოტებიდან!“ ჯოან როულინგი: „რატომ გაქვთ თვალი ჩალურჯებული?“ – „გოგონას ვიცავდი მოძალადეებისგან“ – „ხუთიანს გიწერთ! ყველას! ოსკარ უაილდი: „გამოცდა... თავისთავად რა არის გამოცდა? ეს არის ის, როცა სულელები შეკითხვებს სვამენ, რომლებზეც ჭკვიან ადამიანებს არაფერი აქვთ საპასუხო.“ რემარკი: არაფერს კითხულობს - ყველაფერს ხვდება. უსიტყვოდ სვამს კალვადოსს და მიდის მეძავებთან. მარკ ტვენი: „შემახსენეთ, თქვენ მოგიყევით მისისიპიზე მომხდარი სახალისო ამბავი?“ ეგზიუპერი: „გამოცდისთვის მზად გართ?“ – „დიახ, წავიკითხე სახელმძღვანელო“ – „იცით, ყველაზე მთავარს თვალით ვერ დაინახავთ...მობრძანდით გადაბარებაზე“. ბულგაკოვი: „მოემზადეთ?“ – „დიახ, მგონი“ – „გჯერათ რომ ჩააბარებთ?“ – „ისე რა...“ – „ორიანი. ყველა საკუთარი რწმენის მიხედვით იღებს“. დოსტოევსკი: „გამოცდისთვის მოემზადეთ?“ – „დიახ“ - "და არ დაფიქრებულხართ, რომ სახელმძღვანელო თქვენთვის ახალი ცოდნის ბოროტი ძალის როლში გამოდის: რაც მეტად სწავლობთ მას, მით მეტად გართმევთ თავისუფლებას, გაიძულებთ შიშისგან იკანკალოთ ყოველ ჯერზე, როცა მასში ჩაწერილისგან განსხვავებულად აზროვნება მოგინდებათ?“ ასევე დაგაინტერესებთ: 1. რომელი სიტყვაა გამოტოვებული ცნობილი ნაწარმოებების სათაურებში? 2. ლექსი, რომელიც აუცილებლად ორჯერ უნდა წაიკითხოთ - დააკვირდით! 3. ეს სიმღერა ყველამ ზეპირად იცის, მაგრამ ტექსტის ავტორი? არადა ისეთი ცნობილი პოეტია... (ტესტი) 4. სტუდენტი, რომელმაც გამოცდაზე სამოთხის არსებობა დაამტკიცა - ჰიტად ქცეული პასუხი 5. გავიხადე, დავწექი შესაბამის პოზაში და... - გოგონას სახალისო ისტორია 6. "დედა და მამა ცხენობანას თამაშობდნენ" - აი, რა დაინახა ბავშვმა 7. "ახლა კი გააკეთე ის, რაც გსურს" - აი, რა გააკეთა კაცმა ქალის ამ სიტყვების შემდეგ (სახალისო ამბავი) 222 6-ს მოსწონს
|