განათლება „არავინ იფიქროს, თითქოს გამოცდების გაუქმება ნიშნავს, რომ სკოლებს მივუშვებთ თავის ნებაზე“ 2019, 11 თებერვალი, 15:16 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე გამოსაშვები და ეროვნული გამოცდების შესახებ მომზადებულ კვლევას ეხმიანება და ახალ რეალობაში სკოლის როლზე მიუთითებს.
მისი თქმით, არავინ აპირებს „სკოლების თავის ნებაზე მიშვებას“, რადგან ახლა ისინი ხდებიან მოსწავლის ატესტატის გამცემი. „კომპლექსურად რომ ვიმსჯელოთ, მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ეს არის, რომ სკოლას მივცეთ შესაძლებლობა საბაზისო ცოდნა მისცეს ბავშვებს და შესაბამისად მოვთხოვოთ. სასკოლო ატესტატების გაცემა მოხდება სკოლის მიერ წარმოებული შიდა შეფასებების საფუძველზე, რომელიც იქნება დაწყებით და არა მარტო საბაზო საფეხურზე. არავინ იფიქროს, რომ გამოცდების გაუქმება ნიშნავს, რომ სკოლებს მივუშვებთ თავის ნებაზე. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ვინმემ იცის ახლა რა სიტუაციაა სკოლებში სწავლების მხრივ? “კატის” გამოცდა ვერანაირ ცოდნას ვერ გვაძლევს სკოლებში არსებული რეალური სიტუაციების შესახებ“, – განაცხადა ირინა აბულაძემ, თუმცა არ უსაუბრია კონკრეტულად რა მეთოდით მოხდება სკოლის მონიტორინგი, კონტროლი თუ სხვა მექანიზმების ამუშავება. მინისტრის მოადგილემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ “შეფასების სისტემა ჯერ მოფიქრებული არ აქვთ.” 180 შეფასება არ არის
|