x
image
ზოგადი განათლება
სინგაპურმა - ლიდერმა ქვეყანამ საერთაშორისო განათლების სფეროში საღეჭი რეზინები, როგორც სკოლაში, ისე მთელ ქვეყანაში აკრძალა

სინგაპურმა საღეჭი რეზინები აკრძალა


image

სინგაპური მრავალი წლის განმავლობაში მოწინავე პოზიციებზე იყო საერთაშორისო განათლების სფეროში. უკანასკნელ წლებში კი ლიდერის პოზიციაც დაიკავა. მრავალი კვლევის შედეგების შეჯამების შემდეგ დადგინდა, რომ სინგაპური განათლების საზომ სამივე მთავარ კატეგორიაში(მეცნიერება, მათემატიკა, ლიტერატურული განათლება) პირველ ადგილზეა(იხ.მონაცემები ფოტოებზე)


სინგაპური ''კითხვის მაჩვენებელში'' უსწრებს იაპონიას, კანადას, ფინეთს, ნორვეგიასა და სხვა წამყვან ქვეყნებს.

ხოლო მათემატიკის მხრივ – იაპონიას, ესტონეთს, შვეიცარიას, ჩინეთს და ა.შ.



image


ზოგადი მეცნიერებების მხრივაც, სინგაპური მოწინავე პოზიციას იკავებს, რომელსაც მოჰყვებიან იაპონია, ესტონეთი, ფინეთი და სხვა ქვეყნები


image

სწორედ ამ სახელმწიფომ აკრძალა პირველმა საღეჭი რეზინის ყიდვა-გაყიდვა-გამოყენება. აკრძალვაზე საუბრები 1990-იან წლებშიც მიმდინარეობდა. 2004 წლიდან დასაშვები გახდა მხოლოდ ფარმაციაში, მხოლოდ სპეციალური საღეჭი რეზინი კბილებისათვის.


ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აკრძალვისა, სკოლის მოსწავლეების მიერ საღეჭი რეზინის ხანგრძლივი და შემაშფოთებელი რაოდენობის გამოყენება გახდა. მოსწავლეები მას გაკვეთილზე იყენებდნენ, რაც არასასიამოვნო, არაეთიკური და გაკვეთილის შემაფერხებელი იყო.



image


უმთავრესი მიზეზი კი სინგაპურის, როგორც ქვეყნის, სისუფთავის დაცვა გახლდათ. 80-იან წლებში სინგაპურის მთავრობა ყოველწლიურად $150, 000-ობით თანხას ხარჯავდა, ქუჩების, კედლებზე მიწეპებული და საზოგადოებრივი ტრანსპორტში არსებული გამოყენებული საღეჭი რეზინების მოსაშორებლად და იმ ადგილების დასასუფთავებლად.


image


კანონი ძალიან აქტიურია. სპეციალური სამსახურები ამოწმებენ ზურგჩანთებს საზღვრებზე და ქუჩაში საღეჭის გამოყენების შემთხვევაში ძალიან მაღალი ჯარიმის გადახდა უწევთ. მეორე და მესამე განმეორება უკვე პატიმრობით ისჯება.


რადგანაც ტურისტები კანონს კარგად არ იცნობდნენ, მთავრობამ გამოყო კონკრეტული ადგილები, სადაც დასაშვები იყო საღეჭი რეზინის მოხმარება.

დასაშვებ ზონაზე საერთაშორისო ენაზე გაკეთებული წარწერიანი აბრა შეგატყობინებთ.


თემაზე>>> მსოფლიოს 6-მა წამყვანმა ქვეყანამ სკოლაში ტელეფონები საერთოდ აკრძალა



0
147
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0