საზოგადოება მამაკაცი, რომელმაც 13 წლის ძმისშვილი მოკლა, ფსიქიატრიულში გადაუხდელობის გამო არ დაიტოვეს 2019, 10 თებერვალი, 17:18 . რუსთავში მომხდარი 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მეგობრები აცხადებენ, რომ იგი მკვლელობის წინა დღეს არაადეკვატურად იქცეოდა. მათი თქმით, მამაკაცი გუშინვე რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იქ ურჩიეს, რომ 29 წლის მამაკაცს ფსიქიატრიული საავადმყოფო ესაჭიროებოდა. მეგობრების ყვებიან, რომ მათ მაშინვე ეჭვმიტანილი თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში პაციენტის დატოვების სანაცვლოდ წინასწარ 3 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვეს. მეგობრები ამტკიცებენ, რომ მათ საავადმყოფოში აუხსნეს, რომ ფულს გადაიხდიდნენ ოდნავ მოგვიანებით, თუმცა ამაზე უარი განუცხადეს. . რუსთავში, მეზობლების ინფორმაციით, 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძაა დაკავებული. მათივე ცნობით, ბავშვს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ბიძა პერიოდულად ძმის ოჯახში რჩებოდა.
.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ მიიღეს და ნარკოლოგიურში გაგზავნეს, სადაც ოჯახმა უსახსრობის გამო ვერ მოათავსა.
.
შსს-ში განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი უკვე დაკავებულია.
42 1-ს მოსწონს
|