სიახლეები ტვინს კვება სჭირდება! - რა არის ამისთვის საჭირო? 2019, 10 თებერვალი, 9:06 ტვინს კვება სჭირდება!ტვინს კვება სჭირდება! - რა არის ამისთვის საჭირო? ტვინს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება რომ არ გაუჭირდეს, მცირე დახმარება ჰომეოსტაზის გარდა, ჩვენიდანაც სჭირდება, რომელიც ძირითადად კვებაში გამოიხატება. ტვინის სიჯანსაღისთვის განსაკუთრებით აუცილებელია: ⦁ E ვიტამინი ⦁ B6 ვიტამინი ⦁ რკინა ⦁ კალციუმი ⦁ მაგნიუმი ⦁ ქრომი ⦁ პოლიუჯერი ცხიმები და ომეგა-3 ნაერთები ⦁ კოფეინი E ვიტამინი საგრძნობლად აქვეითებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტვინის ფუნქციების სტიმულირებაში. ამ ვიტამინს შეიცავს კაკალი, ხილი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, კვერცხის გული. E ვიტამინის დღიური ნორმის მისაღებად საკმარისია 2, 5 ს/კ სუფთა ზეთის მიღება. E ვიტამინის დღიურ ულუფას შეიცავს: ⦁ 0, 5 კგ ინდაურის ფილე ⦁ 1 კგ სკუმბრია ⦁ 60 გ ნუში ⦁ 80 გ ხორბლის მარცვალი B6 ვიტამინი დადებითად მოქმედებს ინტელექტუალურ პროცესებზე. მას შეიცავს ბანანი, კარტოფილი, შვრია, თინუსი, ქათმის ხორცი. დღიური ნორმა შეიძლება მიიღოთ 200გ საქონლის ხორცისა ან 50 გ შვრიის ფანტელისგან. რკინის დღიური ნორმაა 2 მგ. რკინას შეიცავს ხორცი, პარკოსნები, წიწიბურა, ღვიძლი, პური, ვაშლი, ბროწეული. კალციუმის დღიური ნორმაა 1-1, 5გ. მას შეიცავს რძის ნაწარმი, ჩირი, ბროკოლი, ნუში, ქაშაყი. მაგნიუმის დღიური ნორმაა 300-400 მგ. მას შეიცავს კარტოფილი, ბროკოლი კაკაოს მარცვლები, ბანანი, თაფლი, ნუში, თევზი, ლობიო, მუხუდო, კაკალი, მდოგვის ზეთი, ხორბლის მარცვალი. პოლიუჯერი ცხიმები და ომეგა-3 ნაერთების დღიურ ულუფას შეიცავს: ⦁ 30 გ სკუმბრია ⦁ 30 გ ქაშაყი ⦁ 70 გ ორაგული ⦁ 1 ს/კ მცენარეული ზეთი ქრომის დღიური ნორმაა 50-200 მგ. ქრომით მდიდარია სიმინდი, შავი პური, შავი ჩაი, ხორციანი კერძები. აუცილებელია კოფეინის მიღებაც ყავის, ჩაის ან შავი შოკოლადის სახით საინტერესოა>>>რატომ მოხვდა საქართველოში პოპულარული ყავის ბრენდი სიცოცხლისთვის საშიშ პროდუქტთა სიაში?>>> რატომ არ უნდა მივიღოთ ფანტა, კექსი, ერთჯერადი სუპები, ნაყიდი ვაშლი... რას ვჭამთ?>>> 10 საკვები პროდუქტი, რომელიც კიბოს განვითარებისგან დაგვიცავს!>>> კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც დღეში 8 საათზე მეტი სძინავთ, ინსულტისა და სიკვდილის რისკს 41%-მდე ზრდიან>>> კიბოს სამკურნალო მცენარე, რომელიც ფარმაცევტების მიერ იბლოკება !>>> თეთრი, შავი თუ რძიანი შოკოლადი - შოკოლადის გასაოცარი თვისებები - ნუ იტყვით უარს მასზე>>> ლიმონის გაყინვით შეგეძლებათ დაემშვიდობოთ კიბოს, დიაბეტსა და სიმსუქნეს>>> ხალხური მედიცინა: ბროწეულის "ქერქის" ჩაი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს274 შეფასება არ არის
|