სიახლეები კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც დღეში 8 საათზე მეტი სძინავთ, ინსულტისა და სიკვდილის რისკს 41%-მდე ზრდიან 2018, 6 დეკემბერი, 1:01 კვლევებმა აჩვენა რომ ადამიანები, რომლებსაც დღეში 8 საათზე მეტი სძინავთ, ინსულტისა და სიკვდილის რისკს 41%-მდე ზრდიანმოზრდილებში რეკომენდებულია, ძილის ხანგრძლივობა დღეში 6-დან 8 საათამდე მერყეობდეს, მაგრამ 8 საათზე მეტი ძილის დროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიკვდილის რისკი საგრძნობლად იზრდება. ამას აცხადებს გლობალური კვლევები ჟურნალ ''ევროპულ გულში''.კვლევები 21 ქვეყნის მაჩვენებლით, 7 რეგიონის მასშტაბით ცხადყოფს, რომ 8 საათზე მეტი ძილი 41%-ით ზრდის ინფაქტის, ინსულტისა და სიკვდილის რისკს.
ახალმა კვლევებმა გლობალური სურათი გვიჩვენა. ჩატარებული კვლევები იყო დაკვირვებითი და მიზეზები ამ უცნაური ფენომენისა, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. იძინო ნაკლები, ანუ ძილის ხანგრძლიოვობა იყოს 6 საათზე ნაკლები, ნიშნავს სიკვდილისა და გულის დაავადებების რისკების დაცემას 9%-მდე.
გამოიკითხა 35-დან 70 წლამდე 116 632 ადამიანი, მათი ძილის ჩვევების მიხედვით, 21 ქვეყნის მასშტაბით .
''თუკი გძინავს 8 საათზე ნაკლები ხნის მანძილზე/პერიოდულად, ეს ნიშნავს რომ შენი სხეულის მიდრეკილება, გამოიწვიოს/განგივითარდეს ქრონიკული დაავადებები, ძალიან მცირეა'' - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა მეცნიერმა. გარდა ამისა, როგორც სტატისტიკურად, ისე მედიკოსების მიერ დადგენილია, რომ ხანგრძლივი ძილის დროს არტერიული წნევა იმატებს, აქტიურად ვითარდება სიმსუქნე და დიაბეტი.
მათ, ვისაც 8-9 საათი სძინავთ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 1000 ადამიანზე 8, 4%-ია, 9-10 საათი ძილის შემთხვევაში კი - 14, 8%. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათი კვლევა გახდება საწინდარი დაინტერესებისა, როგორც მედიცინის მუშაკების, ისე პაციენტების მხრიდან, რომ მიაქციონ ყურადღება ძილის ხანგრძლივობასა და მასთან დაკავშირებულ ჩვეულებებს. დარღვევებით მიმდინარე ძილი ბევრი რამეზე მეტყველებს.მაკმასტერის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი და ფირმის კვლევის მთავარი გამომძიებელი სალიმ იუსუფამა ამბობს, რომ: '' ექიმებისთვის, პაციენტის კლინიკური ისტორია შეიცავდეს კითხვებს პაციენტის ძილის მიმდინარეობის შესახებ, დიდი დახმარება იქნება, მალევე გამოავლინონ, მოახდინონ იდენტიფიცირება გულისა და სისხლძარღვების დაავადების განვითარების მაღალი რისკების შესახებ".
ასევე საინტერესოა
კიბოს სამკურნალო მცენარე, რომელიც ფარმაცევტების მიერ იბლოკება !ხერხემლის(დისკოზის) გამოსაჯანმრთელებელი ვარჯიშები(პრაქტიკული გაკვეთილი)თეთრი, შავი თუ რძიანი შოკოლადი - შოკოლადის გასაოცარი თვისებები - ნუ იტყვით უარს მასზელიმონის გაყინვით შეგეძლებათ დაემშვიდობოთ კიბოს, დიაბეტსა და სიმსუქნესხალხური მედიცინა: ბროწეულის "ქერქის" ჩაი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს455 შეფასება არ არის
|