საზოგადოება ბოსი თუ ლიდერი , ხარ თუ არა ლიდერი 2019, 10 თებერვალი, 5:42 მენეჯერი რომ ლიდერი გახდეს
ადამიანებს როგორც წესი არ უყვართ როცა მართავენ. ურჩევნიათ იმუშაონ იქ სადაც ლიდერი ჰყავთ. აქ ისინი ბევრად მეტის გაკეთებასაც ახერხებენ და მუშაობაც სასიამოვნოა. ამიტომ მენეჯერებს თუ უნდათ, რომ თანამშრომლებმა უფრო მეტი აკეთონ, უნდა იქცნენ მენეჯერები ლიდერებად. ლიდერებსა და მენეჯერებს შორის განსხვავება იმაშია, რომ მენეჯერებს ზემოდან ნიშნავენ, ხოლო ლიდერებს გუნდის წევრები. თუ მენეჯერს უნდა მის ორგანიზაციაში ლიდერიც გახდეს, მისი გუნდის წევრებისგან შესაბამისი მანდატის მიღებასა და შენარჩუნებაზე ყოველდღიურად უნდა იზრუნო1 ყოველდღიურად. ამის მიღწევა კი საკმაოდ მარტივია.საჭიროა შეასრულო 3 მთავარი რამ. ა. დაეკითხო შენი გუნდის წევრებს, ყურადღებით მოუსმინო, და მათთან ერთად მიიღო გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი შესაძლოა დროში გაიწელოს, მაგრამ განხორციელების ვადები შემცირდება. ბ. მოახერხო მაქსიმალურად დამუხტო შენი გუნდის წევრები . ზრუნვის გაჩენით ანუ ორგანიზაციისთვის მათი როლის მნიშვნელობის ცხადად ახსნით.
გ. მათი ინიციატივების რეალიზაციაში მოყვანა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოახერხებთ გააჩინოთ ნაპერწკალი თქვენი გუნდის წევრების თვალებში. გახადოთ ისინი ბევრად უფრო ინიციატივიანი და ჩართულები საქმიანობაში. ამის გარეშე რთულია მიაღწიო წარმატებას და შეინარჩუნო ის დიდხანს.
101 შეფასება არ არის
|