x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სად უფრო მეტად "გეღიტინებათ"? ის, თქვენს ფარულ ნიჭს გასცემს - შეამოწმეთ!
ექსპერტების მიერ არაერთი ფსიქოლოგიური ტესტი შემუშავდა, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობის და შეჯერებული დასკვნების შედეგად გაზიარდა და უმეტესი მათგანი ზუსტად ასახავს ჩვენს ბუნებას თუ ხასიათს. დღეს მინდა კიდევ ერთი ტესტი შემოგთავაზოთ, რომელიც თქვენს ნიჭს აღნიშნავს.


image



უბრალოდ დააკვირდით აქ მოცემული ადგილებიდან, სად უფრო მეტად გეღიტინებათ და შედეგად წაიკითხეთ მისთვის დამახასიათებელი ახსნა.



image




1. კისერი.


ადამიანების განსაზღვრულ ნაწილს კისრის არეში აქვს ძალიან თხელი და მგრძნობიარე კანი, ამიტომ ნებისმიერმა შეხებამ შეიძლება გამოიწვიოს ღიტინი. რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ეს ფაქტი პიროვნების ნიჭს გამოხატავს. თუ თქვენ მათ რიცხვს მიეკუთვნებით და კისრის არეში უფრო მეტად გეღიტუინებათ, ვიდრე სხვა ადგილებში, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ იშვიათი ნიჭით ხართ დაჯილდოებული და შეგიძლიათ სხვების მოსმენა და დამშვიდება. თქვენ გარშემო, ყველა მეგობრისთვის ხართ საყრდენი და მათ თამამად შეუძლიათ მოვიდნენ, რათა მოუსმინოთ და დაამშვიდოთ.






2. იღლია.


ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადგილი, სადაც ადამიანების უმრავლესობას ეღიტინება, ეს იღლიაა. იმ ემოციური კავშირის გამო, რომელიც სახეს აქვს იღლიასთან, ღიტინის შედეგად სიცილი იგვრება და ხდება არავერბალური კომუნიკაცია. თუ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც ყველაზე მეტად იღლიაში ეღიტინება, მიანიშნებს, რომ ფლობთ სხვების მხარდაჭერის ნიჭს. თქვენ ყველაზე კარგად იცით, როგორ დაუბრუნოთ მეგობრებს საკუთარი თავის მიმართ რწმენა და განაწყოთ დადებითად.





3. ბარძაყები.


თუ ადგილი, სადაც ყველაზე მეტად გეღიტინებათ - ბარძაყებია, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თანაგრძნობის დიდი პოტენციალი გაქვთ. ადვილად შეგიძლიათ სხვა ადამიანის ადგილას თავის წარმოდგენა და შედეგად გაიაზროთ და სწორად გაიგოთ მისი პოზიცია და ემოცია.





4. ფეხები.


უმეტეს შემთხვევაში, ფეხებზე ღიტინი არის უსიამოვნო შეგრძნება, გარდა ამისა კი ის იწვევს კუნთების შეკუმშვას. შუა საუკუნეებში ეს მეთოდი წამების ერთ-ერთი მეთოდი იყო. თუ თქვენ ფეხებზე ყველაზე მეტად გეღიტინებათ, ეს მიანიშნებს, რომ თქვენ გაქვთ ჯანსაღი იუმორის გრძნობა. გიყვართ სიცილი და ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობას.





5. მუხლები.


როგორც კისრის შემთხვევაში, მუხლებზეც კანის თხელი ფენაა და აქედან გამომდინარე, მგრძნობელობა იქ უფრო მეტია. თუ თქვენ მუხლებზე უფრო განიცდით ღიტინს, მიანიშნებს, რომ შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. მანამ არ ეშვებით დაწყებულ საქმეს, სანამ ბოლომდე და წარმატებით არ დაასრულებთ და ყურადღება და კონცენტრაცია დიდი ხნის მანძილზე შეგიძლიათ შეინარჩუნოთ. თქვენ ის ხართ, ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს.



image


1
163
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
163
  
2019, 11 თებერვალი, 13:52
აქაც არ გამიმართლა, რეაქცია არა მაქვს მოღიტინებაზე :)))
0 1 1