x
იტალიური ტემპერამენტი ფრანგული დიპლომატიის წინააღმდეგ - რატომ გაიწვია საფრანგეთმა თავისი ელჩი იტალიიდან?

image

საფრანგეთმა იტალიიდან საკუთარი ელჩი გაიწვია, რაც არის უპრეცედენტო მოვლენა. ასეთი რამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა. ამ ნაბიჯით საფრანგეთის მთავრობამ გამოხატა სერიოზული უკმაყოფილება იტალიის მთავრობის მიმართ. რა გააკეთეს იტალიელებმა? იტალიის პრემიერ- მინისტრის მოადგილემ და ეკონომიკური განვითარების, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ სურათი გადაიღო "ყვითელ ჟილეტიანების" მოძრაობის ლიდერებთან, მათ შორის ქრისტოფ შალენსონთან. "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში კი დაწერა, რომ "ცვლილების ქარმა ალპებიც გადალახა".

ეს არ არის პირველი შემთხვევა,
როცა ლუიჯი დი მაიომ მხარდაჭერა გამოუცხადა "ყვითელ ჟილეტიანების" მოძრაობას. 7 იანვარს მან განაცხადა, რომ "ახალი ევროპა იბადება - ყვითელი ჟილეტების, მოძრაობებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა".


ლუიჯი დი მაიო არ არის ერთადერთი იტალიის მთავრობაში, ვინც საფრანგეთში კოლეგებს აკრიტიკებენ. იტალიის პრემიერ-მინისტრის მეორე მოადგილემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ ემანუელ მაკრონს "საშინელი პრეზიდენტი" უწოდა და განაცხადა, რომ საფრანგეთს არ სურს მშვიდობა ლიბიაში ეკონომიკური ინტერესების გამო, დი მაიომ კი მაკრონი ლიბიის გაღარიბებაში დაადანაშაულა.

ამ ბრალდებებს საფრანგეთმა დიპლომატიურად უპასუხა და ამიტომაც გაიწვია ელჩი იტალიიდან. მთავარი ახლა არის ის, თუ რას გვიჩვენებს ეს ფაქტი? წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ფოტო
0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0