საზოგადოება კანადელი ქალი კოტეჯს 25 დოლარად ყიდის, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა 2019, 7 თებერვალი, 19:49 კოტეჯის გაყიდვის გადაწყვეტილება ალა ვაგნერმა ტრავმის გამო მიიღო, რის გამოც, ქალი ძნელად გადაადგილდებოდა სახლში. მას არ უნდოდა საცხოვრებლის გაყიდვა, რადგან მას არა მარტო უძრავ ქონებად, არამედ, ხელოვნების ნიმუშად აღიქვამს, მაგრამ მყიდველები ნახევარ წელიწადში არ გამოუჩნდა. ქალს უნდა სახლი გაყიდოს 1.7 მილიონ კანადურ დოლარად, მან შემდეგ შეამცირა ღირებულება, მაგრამ ამან არაფერი შედეგი არ გამოიღო. შემდეგ მან გადაწყვიტა ერთ-ერთი ფილმის პერსონაჟივით მოქცეულიყო და შესთავაზა სახლის მოგების მსურველებს კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა. კონკურსში მონაწილეობა 25 კანადური დოლარი ღირს. ფულთან ერთად მსურველმა უნდა გააგზავნოს წერილი, რატომ სურთ, რომ მიიღონ კოტეჯი. წერილში სიტყვების მაქსიმალური რაოდენობაა 350 უნდა იყოს, ხოლო, ფორმატი ნებისმიერი. ქალბატონი ამბობს, რომ ის უპირატესობას მიანიჭებს იმას, ვინც მისი გულის სიმებს შეატოკებს. გამარჯვებული შეირჩევა 50 ფინალისტიდან. ალა ვაგნერი ფიქრობს, რომ სულ 60 ათასი მონაწილე იყოს კონკურსში. თუმცა, სახლი გაყიდვაში ისევ დევს, იმ შემთხვევაში, თუ სახლი კონკურსის დამთავრებამდე გაიყიდება, ქალი კონკურსის ყველა მონაწილეს ჰპირდება თანხის უკან დაბრუნებას. 863 შეფასება არ არის
|