x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
შემთხვევა ტაქსიში
შეყვარებულს ვეჩხუბე. მივედით კინოში, მან კი არაფრის გამო ისტერიკები მომიწყო. ის წავიდა და მე დავრჩი. ამაყი ვარ, თანაც ის იყო დამნაშავე. წასვლა უნდა და წავიდეს, ფილმიც ვეღარ უნდა ვუყურო მშვიდად? ფილმი დაიწყო, მაგრამ 20 წუთის შემდეგ მივხდი, რომ მისი ყურების სურვილი აღარ მქონდა. გამოვიძახე ტაქსი. ვიფიქრე მეგობრებთან წავალ, ერთ მხიარულ ბარში. ნიასთან კი აღარ მინდა ურთიერთობა. საკმარისია!

მძღოლმა გამიღიმა"საღამო მშვიდობისა" . მე თავი დავუქნიე და უკან ჩავჯექი. მძღოლი მეკითხება:" კინოში იყავით არა?". მე ისევ თავი დავუქნიე. შემდეგ გამიკვირდა:"შენ საიდან იცი?". მძღოლმა ჩაიღიმა და მითხრა:"ბილეთები ჩანს თქვენი მარჯვენა ჯიბიდან. მე გიგა მქვია"ამაზე ვუპასუხე:"მადლობა, მაგრამ მირჩევნია ჩუმად ვიაროთ, თუ გინდა ჩართე რადიო"

image


–უკაცრავად-თქვა გიგამ.-თქვენ ტყუილად არ გინდათ წასვლა მასთან



–ვისთან?

–თქვენს გოგოსთან

–იცი, ის თავადაა დამნაშავე!


– დიახ, მესმის. მაგრამ თქვენ ხომ მამაკაცი ხართ, მასზე უფროსი. თქვენ გულისხმიერი უნდა იყოთ. საერთოდ, ერთერთი მთავარი მამაკაცური ხელოვნება, არის- ქალთან დათმობა .

– ასე ფიქრობთ?

–დარწმუნებული ვარ. ჩვენ, რომ არ მივდიოდეთ დათმობაზე-ცივილიზაცია არსებობას შეწყვეტდა.


– ალბათ თქვენ მართალი ხართ გიგა და მე ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე სულელურად გამოვიდა. ეხლა არც კი ვიცი სად არის ის.


–მოდი, ვეცადოთ ვიპოვოთ. ოღონდ არ დაურეკოთ


– რატომ?

–წარმოიდგინეთ, როგორი გაკვირვებული დარჩება, ის სადღაც კაფეშია, სვამს ყავას და მოწყენილია. ის დაგირეკავდათ თვითონაც, მაგრამ ის ხომ ნაწყენია? და შემდეგ თქვენ მას იპოვით...


– დიახ, ლამაზად ჟღერს, მაგრამ ცენტრში უამრავი კაფეა. და თანაც მე თქვენ მოგეცით სხვა მისამართი.

უცებ გიგა მაქანას ატრიალებს და ნავიგატორმა წარმოთქვა:"თქვენ გადაუხვით არსებული მარშუტიდან" მე ვერ მივხვდი, სად მივყავდი გიგას. დაკვირვებული და ფრთხილი ვარ. ყოველთვის ვგრზნობ საფრთხეს, მაგრამ ეხლა რატომღაც ვენდობოდი მძღოლს. მძღოლს სარკეში გავხედე, მას ქონდა მხიარული სახე და მშვიდი თვალები. 10 წუთის შემდეგ მან ერთ კაფესთან გააჩერა.



–მიდი, აქ ნახეთ- დარწმუნებით მითხრა გიგამ.

შევედი კაფეში. ახალგაზრდა წყვილები ისხდნენ. ნია არსად იყო. უცებ გავიფიქრე, საკუთარი სისულელის შესახებ. მე ხომ ტაქსიში საფულე დავტოვე. ალბათ უკვე გამძარცვა და ვერ დავუმტკიცებ, რომ ნამდვილად მან ამოიღო ფული. გამოსვლას ვაპირებდი, უცებ მომესმა:" ზურაბ?" მოვბრუნდი. ეს ნია იყო, საპირფარეშოდან მოდიოდა.


– აქ საიდან გაჩნდი?მკითხა ნიამ


– შენ გეძებდი

–მე ყავას ვსვამდი... ვიფიქრე, რომ შენ... ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მიპოვე!

ნიამ ძლიერად ჩამეხუტა.

ქუჩასი გამოვედით. ტაქსი ისევ იქ მელოდებოდა. გიგამ ჩვენ გაგვიღიმა:


–ხომ გითხარით, რომ მას ვიპოვიდით! აბა, სახლისაკენ?


–დიახ! ვუპასუხე მე-მხოლოდ სახლში.

მთლი გზა ვეფერებოდით ერთმანეთს. ხანდახან სარკეში გიგას მომღიმარ სახეს ვაკვირდებოდი. ამჯერად ჩუმად იყო. მუსიკასაც აუწია.

შემდეგ დღეს ნიამ შეეცადა მიმხვდარიყო, ასე როგორ გამოვიდა? რატომ მივედი, მაინცდამაინც იმ კაფეში? იქ არასოდეს ყოფილა, შემთხვევით შევიდა იმ დღეს.

მე ვუპასუხე, რომ ეს გიგას დამსახურებაა, მაგრამ მან საიდან იცოდა ეს ყველაფერი?-სულელურად ჟღერს. ვერაფერი ვერ გავიგე. საიდან გაიგო, რომ გოგოს ვეჩხუბე და როგორ გაიგო, რომ ზუსტად ამ კაფეში იქნებოდა. თავიდან ის მიხვდა, რომ კინოში ვიყავი, თუმცა ეს ცხადია, რომ ბილეთების გამო, მაგრამ დანარჩენს ახსნა არ ქონდა.


–იქნებ ის ფსიოთერაპევტია?-თქვა ნიამ

–ან ნათელმხილველი-ვუპასუხე მე.


–ესე იგი ჩვენ გაგვიმართლა-თქვა ნიამ.

სამი დღის შემდეგ სტუმრად მივდიოდით. წვიმდა. ნიამ შემომთავაზა ტაქსის გამოძახება. და თან თქვა:

–შენ ხომ გაქვს გიგას ნომერი ტელეფონში, მოდი ის გამოიძახე

–კარგი აზრია.
ვრეკავ, გამარჯობა, გიგა შენ ხარ?

– არა, რა გიგა, მე ზაზა ვარ.

– გაირკვა, რომ ტელეფონი იგივეა, მანქანაც იგივე, მაგრამ გიგა არც კი არსებობდა. არც არასდროს ყოფილა....


მე და ნიამ ერთმანეთს გადავხედეთ, გაგვეცინა.

–იქნებ ეხლა სხვა პრიფესია აქვს, -თქვა ნიამ.- ყველას ჭირდება ცხოვრებაში საკუთარი გიგა, რომელიც მზადაა დაგეხმაროს.


სახელები შეცვლილია.






0
779
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
779
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0