x
image
რუსუდან ნადირაშვილი
კრიპტოვალუტების მფლობელებმა საკუთარ დანაზოგთან კავშირი დაკარგეს
image
.

კანადურ ბირჟა Quadriga -ზე კრიპტოვალუტების მფლობელებმა თავიანთ დანაზოგთან კავშირი დაკარგეს – წერს BBC. ბირჟის დამფუძნებლის, ჯერალდ კოტენის გარდაცვლების გამო, თითქმის 140 მლნ დოლარია ბლოკირებული. კოტენი მოულოდნელად, 30 წლის ასაკში, გასული წლის დეკემბერში, ინდოეთში მოგზაურობისას გარდაიცვალა. ამასთან, ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ანგარიშების დამუშავების უფლება ჰქონდა.

.

როგორც QuadrigaCX-ს დირექტორთა საბჭო და აღმასრულებლის ქვრივი აცხადებენ, ბირჟის 30 წლის დამფუძნებელმა, ყველა გასაღები და პაროლი იმ ქვეყნად თან გაიყოლა. შექმნილი სიტუაცია იმდენად რთულია, რომ Kraken-ის გენერალური დირექტორი, ჯესი პაუელი, რომელიც ჩინოვნიკებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან დავით არის ცნობილი - მზად არის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ითანამშრომლოს და საკუთარი გამოძიების შედეგები გაუზიაროს.


.

კლიენტების სახსრების ცივ საფულეზე შენახვა გამართლებული ინიციატივა, იმ პირობით არის, თუ სარეზერვო ასლი და მეორე პირის წვდომა გააჩნია. თუმცა კოტენს დაზღვევაზე არ უფიქრია და ახლა QuadrigaCX-ის მომხმარებლებმა საკუთარ დეპოზიტებზე წვდომა დაკარგეს, ხოლო QuadrigaCX-ის დირექტორთა საბჭო, იძულებულია გაკოტრების თავიდან ასარიდებლად, ცდილობს ზომები მიიღოს.

.

ბირჟაზე 115 ათასი მომხმარებლის 137 მლნ დოლარის კრიპტოვალუტა იყო. კომპანიამ უკვე დაიქირავა სპეცალისტები, რომლებიც ცდილობენ დაშიფრული მონაცემების ნაწილი მაინც აღადგინონ, თუმცა მათ მცდელობას ჯერ შედეგი არ მოუტანია.

1
126
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
126
  
2019, 8 თებერვალი, 1:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1