x
image
_K_
კვლევის მიხედვით, საშიში ფილმების ყურება წონის დაკლებაში გეხმარებათ
თუ თავს ცუდად გრძნობთ იმის გამო, რომ დიეტა დაარღვიეთ და შოკოლადი შეჭამეთ, მაშინ ჩართეთ ტელევიზორი. ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა იპოვეს კავშირი საშინელებათა ფილმის დროს ადამიანის გულის შეკუმშვის სიხშირესა და კალორიების წვას შორის.

image

ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დოქტორ რიჩარდ მაკენზის ხელმძღვანელობით ჩაატარეს კვლევა, რომელმაც დაამტკიცა, რომ 90 წუთიანი საშიში ფილმის ყურების დროს 113 კალორიას წვავთ, რაც იგივე რაოდენობაა, რასაც 30 წუთიანი სიარულისას ან 15 წუთიანი სირბილისას დაწვავდით.

image


მკვლევრებმა გაზომეს გულისცემის, ჟანგბადის მიღებისა და ნახშირორჟანგის ამოსუნთქვის დონეები. აღმოჩნდა, რომ საშიში ფილმის ყურება გულის შეკუმშვის რაოდენობას ზრდის, ანუ გულისცემას აჩქარებს.

image

"რადგანაც პულსის სიჩქარე იმატებს და სისხლი სხეულში უფრო სწრაფად მოძრაობს, სხეული ადრენალინს განიცდის", - ამბობს მაკენზი.

image

ადრენალინი ხშირად გამოიყოფა სტრესის მომენტში (ამ შემთხვევაში, შიშის დროს), რაც ადამიანს აკარგინებს მადას და სხეულში იწყება ბაზალური მეტაბოლური რეაქცია, რის დროსაც დიდი რაოდენობით კალორიები იწვება.

image

საშუალოდ, საშიში ფილმის ყურებისას 113 კალორია იწვება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზოგი ფილმის ნახვა მეტ კალორიასაც გაკარგინებთ. გთავაზობთ ტოპ 3 კალორიისმწვევლ ფილმებს (სხვათა შორის, სამივე კლასიკაა):


1. "ნათება/The Shining" - 184 კალორია

2. "ყბები/Jaws" - 161 კალორია

3. "ეგზორცისტი/The Exorcist" - 158 კალორია

image

ამ 3 ფილმში ბევრი ისეთი სცენაა, რაც სწრაფად გაზრდის თქვენს გულისცემას და მოგცემთ ადრენალინის შეგრძნებას, ეს კი კალორიების დაწვას განაპირობებს. მაგრამ თუ ეს ფილმები თქვენთვის მეტისმეტად საშიშია, შეგიძლიათ უფრო მსუბუქებს უყუროთ, როგორიცაა "პარანორმალური მოვლენა/Paranormal Activity" (111 კილოკალორია), "ალქაჯი ბლერიდან/The Blair Witch Project" (105 კილოკალორია) და "ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით/The Texas Chain Saw Massacre" (107 კილოკალორია).

image

გაითვალისწინეთ, რომ კვლევა დაფუძნებულია ფილმის ყურების დროს კალორიების დაწვის რაოდენობაზე. თუ გადაწყვეტთ, რომ წონის დასაკლებად ეს ხერხი მოსინჯოთ, სცადეთ, მსუბუქი სნექი შეარჩიოთ სესიისთვის და უარი უთხრათ დიდი რაოდენობით შოკოლადს, პოპ-კორნსა და გაზიან სასმელებს.


და ყველაზე მნიშვნელოვანი: საშიში ფილმის ყურებისას თვალები არ დახუჭოთ! გახსოვდეთ, რაც უფრო მეტი საშიში მომენტია, თქვენი ფიგურისთვის ეს უკეთესია!








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ადამიანები, რომლებიც ფილმებზე ტირიან, სინამდვილეში ყველაზე ძლიერები არიან

image


2. რეალური სიყვარულის ისტორიებზე გადაღებული 10 ფილმი

image


3. 22 საინტერესო დეტალი ფილმებიდან, რომელიც მაყურებელს შეუმჩნეველი დარჩა

image

0
72
შეფასება არ არის
ავტორი:_K_
_K_
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0