საზოგადოება „საქართველოს ფოსტამ“ გზავნილების საფასური გააორმაგა 2019, 5 თებერვალი, 18:42 მიმდინარე წლის იანვრიდან გზავნილების გადასახადი „საქართველოს ფოსტაში“ 1 ლარის ნაცვლად 2 ლარს შეადგენს. ცვლილება ეხება სხვადასხვა საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებიდან გამოწერილ პროდუქციასაც. გადასახადის გაორმაგებას სოციალურ ქსელში მოქალაქეთა აღშფოთება მოჰყვა. მათი თქმით, Aliexpress-იდან გამოწერილ ნივთებში ხშირად სამჯერ მეტის გადახდა მხოლოდ საფოსტო მომსახურებაში უწევთ, რაც უსამართლობაა. მომხმარებლებს ტარიფის ცვლილების თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფოსტის ფილიალებში აწვდიან. 98 შეფასება არ არის
|