საზოგადოება ხე-ტყის უკანონო მოპოვების 14 ფაქტი სიღნაღსა და დედოფლისწყაროში 2019, 4 თებერვალი, 18:18 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა, 2019 წლის 1 იავრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 401 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც მასალები სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა. ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთის რეგიოში დაფიქსირდა. იანვრის სტატისტიკურ მონაცემებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 152 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აქედან იანვრის თვეში 14 შემთხვევა სიღნაღი-დედოფლისწყაროს უბანზეა რეგისტრირებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა 1-1 ფაქტი, ხოლო ეროვნული სატყეო სააგენტოს ოფიცრების მიერ, ორივე რაიონში, დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბანში ჯამში - 12 ფაქტი. ჯამში, იანვრის თვეში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 427 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 53 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 25 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით, იმერეთში - 31 ფაქტი, გურიაში - 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 11, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 24 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 3 ფაქტი, შიდა ქართლში - 27, ქვემო ქართლის მასშტაბით - 32 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 88 ფაქტი დაფიქსირდა. 40 შეფასება არ არის
|