x
კობი ბრაიანტი - "ბლექ მამბა"

image

კობი ბინ ბრაიანტი

იგი დაიბადა 1978 წლის 23 აგვისტოს, პილადელფია, პენსილვანიაში.

ფილ ჯექსონი უკვე იყო NBA-ს ექვსგზის ჩემპიონი, როცა "ლეიკერსში" მივიდა სამუშაოდ. თუმცა ორ ვარსკვლავთან (კობი ბრაიანტი და შაკილ ო'ნილი) მუშაობის წინასწარ შემუშავებული გეგმა მაშინვე ჩაფლავდა, რადგან კობიმ ხელი მოიტეხა წინასასეზონო მზადების დროს.

image


გთავაზობთ მწვრთნელის ახალი წიგნიდან ("11 ბეჭედი: წარმატების სული") ერთ თავს, რომელშიც ჯექსონი ხსნის - რატომ არ ჰგავს "შავი მამბა" რომელიმე სხვა მოთამაშეს, ვინც კი ოდესმე გაუწვრთნია; აგრეთვე, ყვება იმის შესახებ, როგორ გადალახეს მწვრთნელმა და კალათბურთელმა წინაღობები 1999-2000 წლების სეზონში.

თუ შვილებს ექნებათ ბედნიერება, განახორციელონ მშობლების არშემდგარი ოცნებები, მაშინ

კობის მაგალითი, ამ მხრივ, ყველაზე შთამბეჭდავია. მისი მამა - ჯო ბრაიანტი 70-იანი წლების ლეგენდარული "ფილადელფიას" ფორვარდი იყო.

ერთხელ მან განაცხადა, რომ მეჯიქ ჯონსონის სტილში თამაშობდა, მაგრამ იმ მომენტისთვის ლიგა ჯერ მზად არ იყო ასეთი ტიპის მოთამაშეებისთვის.

საბოლოოდ, მან კარიერა იტალიაში დაასრულა, სადაც იზრდებოდა კიდეც კობი.

კობი ერთადერთი ბიჭი იყო ოჯახში, თანაც ყველაზე უმცროსი შვილი, "ოქროს ბავშვი". ის ძალიან წარმატებული და იღბლიანი გახლდათ. ბუნებისგან აშკარად დიდი ნიჭით იყო დაჯილდოებული. ის საათებს ხარჯავდა ჯორდანისა და სხვა შემსრულებლების ილეთების შესასწავლად, რომლებსაც აშშ-დან გამოგზავნილ ვიდეოკასეტებზე აკვირდებოდა.

image


13 წლის იყო, როცა ოჯახი უკან, ფილადელფიაში დაბრუნდა და მალე ბრაიანტი ლაუერ მერიონის სკოლის ვარსკვლავი გახდა. ამ სასწავლებლის საკალათბურთო გუნდის მაშინდელმა მწვრთნელმა ჯონ ლუკასმა ბიჭი გუნდთან ერთად საზაფხულო შეკრებაზე მიიწვია და გაოგნებული დარჩა ახალი შეგირდის სითამამითა და თამაშის დონით.

სკოლის დასრულების შემდეგ კობი არ წავიდა კოლეჯში და თავიდანვე პროფესიონალებში გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაღალი შედეგიანობითა და თამაშის დონით მას ქვეყნის ნებისმიერი სასწავლო დაწესებულება მიიღებდა.

ჯერი უესტი ამბობდა, რომ 17 წლის ბრაიანტის ვარჯიშები დრაფტამდე - საუკეთესო იყო, რაც კი ოდესმე უნახავს. საბოლოოდ ჯერიმ გაცვლა განახორციელა "ჰორნეტსთან" და 1996 წელს მე-13 ნომრად აიყვანა კობი. იმავე პერიოდში უესტმა "ორლანდოდან" გადაიბირა შაკილი, როცა შვიდწლიანი და 120-მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა მას.

კობის გრანდიოზული ოცნებები ჰქონდა. "ლეიკერსში" ჩემი მისვლიდან მცირე ხანში, ჯერიმ ოფისში გამომიძახა და მითხრა, რომ ბრაიანტს დაახლოებით ასეთი რამ უკითხავს: "როგორ უნდა დავაგროვო თამაშში 30 ქულა, თუ ჩემი თანაგუნდელი ელჯინ ბეილორიც იგივეს აკეთებს?"

ამასთან, კობი დარწმუნებული იყო, რომ ჯორდანი საუკეთესო კალათბურთელია ისტორიაში. გასაოცარი იყო მისი აღფრთოვანება მაიკლით. ის არ აკეთებდა ემ-ჯეის ზუსტ კოპირებას, მაგრამ გარკვეული მანერები ნამდვილად მისგან გადაიღო.

image


როცა იმ სეზონში ჩიკაგოში ვთამაშობდით, მე ორი ვარსკვლავის შეხვედრას გავუკეთე ორგანიზება და იმედი მქონდა, რომ ჯორდანი გუნდური თამაშის მომხიბვლელობას გაუზიარებდა ახალგაზრდა შემსრულებელს, მაგრამ პირველი, რაც კობიმ ხელის ჩამორთმევის შემდეგ უთხრა მაიკლს, დაახლოებით ასე ჟღერდა: "იცი, შემიძლია გაგანადგურო ერთი-ერთზე თამაშის დროს".

მე აღფრთოვანებული ვიყავი კობის ამბიციებით, მაგრამ, ამავდროულად, მესმოდა, რომ ის უნდა გამოსულიყო თავისი ნაჭუჭიდან, თუ სურდა 10 ან მეტი საჩემპიონო ბეჭდის მოგება. ცხადია, რომ კალათბურთი - გუნდური სახეობაა. სიდიადის მოსაპოვებლად აუცილებელია, თანაგუნდელებს დაეყრდნო.

მაგრამ ბრაიანტი არცკი ცდილობდა, ელემენტარული ნაცნობობა გაება პარტნიორებთან. იმის ნაცვლად, რომ თამაშების შემდეგ მათთან ერთად გაეტარებინა დრო, ის სასტუმროს ნომერში ბრუნდებოდა და ვიდეოჩანაწერებს უყურებდა ან ტელეფონით ელაპარაკებოდა სკოლის მეგობრებს.

გარდა ამისა, ბრაიანტი ძალიან ჯიუტი იყო. შეუძლებელი იყო, უბრალოდ, მიგეთითებინა მისთვის შეცდომაზე და მიგეღო მის ქცევაში ან თამაშის სტილში მომენტალური ცვლილება. ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ არ დადგა გარდამტეხი მომენტი, რომელმაც საქმის ვითარება შეცვალა.

ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი თებერვალში მოხდა, იმ მომენტში, როცა გუნდს რაღაც უცნაურობა დაემართა. ძალიან წარუმატებელი მატჩის შემდეგ მოთამაშეებთან გასახდელში ჩავიკეტე და ვკითხე მათ - რა იყო იმის მიზეზი, რომ ერთ გუნდად აღარ ვთამაშობდით. კითხვა უფრო რიტორიკული იყო, მაგრამ მე მივანიშნე მათ, რომ ეს საკითხი კიდევ დადგებოდა დღის წესრიგში.

ჩვენ შევიკრიბეთ დროებითი საწვრთნელი ცენტრის პატარა ვიდეოოთახში. იქ სკამების ოთხი რიგი იყო. პირველ რიგში ისხდნენ შაკი, ფოქსი, ფიშერი, ჰარკერი და შოუ. კობი ბოლო რიგში დაჯდა.

მე შევახსენე მათ სამკუთხა შეტევის მთავარი მოთხოვნა: "არ შეიძლება, იყოთ ეგოისტები და დარჩეთ იმის იმედად, რომ ეს სტრატეგია იმუშავებს".

ამის შემდეგ ნებისმიერ მსურველს აზრის გამოთქმის უფლება მივეცი. სიჩუმემ დაისადგურა. შეხვედრის დასრულებას ვაპირებდი, როცა შაკმა დაიწყო ლაპარაკი. ის პირდაპირ საქმეზე გადავიდა: "კობი თამაშობს ძალიან ეგოისტურად".

ზოგიერთმა კალათბურთელმა დასტურის ნიშნად თავი დაიქნია, მათ შორის, რიკ ფოქსმა, რომელმაც კითხვა დასვა: "უკვე მერამდენედ უნდა მოხდეს ასე?"

გუნდში არავინ მოისურვა კობის დაცვა. ამის შემდეგ მას ვკითხე - ხომ არ სურდა პასუხად რაიმეს თქმა. კობიმ ყველას ჩუმი და მშვიდი ხმით მიმართა, რომ უბრალოდ, სურს, გამარჯვებული გუნდის ნაწილი გახდეს.

ამ შეკრებით ბოლომდე კმაყოფილი არ დავრჩენილვარ. მეშინოდა, რომ კალათბურთელების პრობლემა მოუგვარებელი დარჩებოდა და ის უარყოფით ეფექტს მოახდენდა გუნდზე. მომდევნო ხუთ შეხვედრაში ოთხჯერ წავაგეთ, მათ შორის, კატასტროფულად "სან ანტონიოსთან" - 81:105.

image


ერთხელ დამესიზმრა, რომ კობისა და შაკს საშინელი წამება მოვუწყვეთ. "შაკისა და კობის სურვილები - გამოცანაა "ლეიკერსისთვის", - დავწერე ჩემს ჟურნალში.

მოთამაშეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ბრალდებები დაიწყეს და მივხვდი, რომ ამ წინაღობებს პირადად უნდა გავმკლავებოდი. პირველი, რაც გავაკეთე, შაკთან ერთად ვისადილე და განვიხილე მასთან ერთად ლიდერის როლი. გავახსენე ისტორია - როგორ განაწყო ჯორდანმა პარტნიორები საბრძოლველად 1989 წელს, "კლივლენდთან" სერიის მეხუთე მატჩის წინ.

"კავალერებმა" მოგვიგეს საკუთარ მოედანზე და გაათანაბრეს ანგარიში სერიაში. მაიკლმა ჩააგდო მეოთხე შეხვედრა, მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, ის დიდად არ ნაღვლობდა, რადგან სჯეროდა თავისი და პარტნიორების ძალების. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ მან ჩააგდო ბოლო წამზე გადამწყვეტი სროლა, რომელმაც გამარჯვება მოგვიტანა.

ვუთხარი შაკს, რომ მას საკუთარი მეთოდი სჭირდებოდა პარტნიორებისთვის აღმაფრენის მისაცემად. ის დამაჯერებლობას უნდა ასხივებდეს იმისთვის, რომ მისი თანაგუნდელები და განსაკუთრებით, კობი, გრძნობდნენ ძალების გაერთიანების საჭიროებას. ამ შემთხვევაში, ისინი უმაღლეს მწვერვალებს მიაღწევენ.

ლიდერის პირველადი ამოცანაა - თანაგუნდელების საბრძოლო სულის ამაღლება. სავარაუდოდ, შაკს ასეთი რამ ადრეც ჰქონდა გაგებული, მაგრამ ამჯერად რეალურად გააცნობიერა ეს.

კობისთან მიმართებაში სხვა გზით წავედი. ვცდილობდი, მაქსიმალურად გულახდილი ვყოფილიყავი და სხვა კალათბურთელების თვალწინ ამეხსნა მისთვის, რომ ეგოიზმი გუნდს ვნებს.

ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის ნახვისას ვუთხარი: "ახლა ვიცი, ბიჭებს რატომ არ მოსწონთ შენთან თამაში. თქვენ ერთი მთლიანი უნდა იყოთ". გარდა ამისა, დავამატე, რომ თუ იგივე სტილში გააგრძელებდა თამაშს, კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკებოდი მისი გაცვლის თაობაზე.

ამ სიტუაციაში არ მქონდა პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოროტი პოლიციელის როლი უნდა მომერგო. ხანდახან საჭიროა მათრახის ამოღება. ამასთან, ვიცოდი, რომ მალე რონ ჰარპერი შეარბილებდა დარტყმას, როცა კობის სიტუაციას ნაკლებად მკაცრ ტონებში აუხსნიდა.

ოდნავ მოგვიანებით გავესაუბრე ბრაიანტს თემაზე - რა არის ლიდერი. დაახლოებით ასეთი რამ ვუთხარი: "მიმაჩნია, რომ ასაკის მატებასთან ერთად, შენ შეძლებ გახდე გუნდის კაპიტანი. ამისთვის 25 წელი საკმარისი იქნება". ამაზე კობიმ მიპასუხა, რომ თუნდაც ხვალ შეუძლია ამ როლის ჩაბარება. "შენ ვერ შეძლებ კაპიტნობას, თუ არავინ გამოგყვება უკან", - ვუპასუხე მას.

ბოლოს და ბოლოს, პრობლემა გადაწყდა. კობიმ დაიწყო გზების ძიება იმისთვის, რომ ჩაწერილიყო ახალ სტრატეგიაში და პარტნიორებზე ეთამაშა. გარდა ამისა, მან დაიწყო უფრო ხშირი ურთიერთობა თანაგუნდელებთან, მათ შორის, გასვლით ტურნეებში. ხოლო "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემდეგ ყველაფერი ბწყინვალედ განვითარდა. ჩვენ 28 მატჩიდან 27 მოვიგეთ და 67 გამარჯვებით პირველი ადგილი დავიკავეთ რეგულარულ ჩემპიონატში.

მოთამაშეებმა შვებით ამოისუნთქეს იმ პრობლემის მოგვარებით, რომელიც სამი წელი თან სდევდა გუნდს.

მოგვიანებით რიკ ფოქსმა აღნიშნა: "კობი ნაღმივით იყო, რომელიც მალე უნდა აფეთქებულიყო. ვიცოდით, რომ ამ ნაღმისთვის ვიღაცას ფეხი უნდა დაებიჯა, მაგრამ ვერ ვბედავდით. ბოლოს და ბოლოს, ეს ფილმა გააკეთა. და ჩვენ მშვიდად დავიწყეთ სიარული".

image

იგი დაიბადა 1978 წლის 23 აგვისტოს, ფილადელფია, პენსილვანიაში.

0
62
2-ს მოსწონს
ავტორი:qera15
qera15
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0