ბიოგრაფია სკარლეტ იოჰანსონი 2019, 18 ივლისი, 15:15 ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი. მან პოპულარობა 1998 წლის ფილმით „ცხენებთან მოჩურჩულე“ და ამას მოყოლებული კრიტიკოსების ქება დაიმსახურა როლებისთვის ფილმებში „აჩრდილთა სამყარო“, „თარგმანში დაკარგული“, „გოგონა მარგალიტის საყურით“ და „შავი გეორგინი“. მსახიობი ოთხჯერ იყო ნომინირებული ოქროს გლობუსის ჯილდოზე, მათ შორის ორჯერ 2003 წელს. სკარლეტ იოჰანსონი დაიბადა ნიუ-იორკში, 1984 წლის 22 ნოემბერს. სკარლეტის მამა, — კარსტენ იოჰანსონი, — დანიური წარმოშობის არქიტექტორია კოპენჰაგენიდან, ხოლო ბებია მამის მხრიდან, — ეინერ იოჰანსონი, — სცენარისტი და რეჟისორი იყო. მსახიობის დედა, — მელანი სლოენი, — ბრონქსის ებრაული ოჯახიდან იყო და მისი წინაპრები მინსკიდან იყვნენ ემიგრირებულნი. სკარლეტს ჰყავს უფროსი და ვანესა (ასევე მსახიობი), უფროსი ძმა ედრიენი, ტყუპისცალი ძმა ჰანტერი და უფროსი ნახევარძმა კრისტიანი (მისი მამის პირველი ქორწინებიდან). კირა ნაიტლი კაილი ჯენერი ემილია კლარკი 112 1-ს მოსწონს
|