მხატვრობა ლეონარდო და ვინჩის ნახატებში დამალული საიდუმლო 2019, 4 თებერვალი, 14:20 „მონა ლიზას ღიმილი“, „ჯოკონდას იდუმალება“ -ეს ის ფრაზებია, რომლებიც ლეონარდო და ვინჩის ნახატმა დაამკვიდრა. ცივილიზებული ქვეყნების ვერც ერთ წერტილში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელსაც ის გაგონილი მაინც არ ჰქონდეს, არათუ არ იცოდეს მისი შექმნის ისტორიის ერთი ვერსია მაინც. არც ერთი ფლორენციელი ფაჭრის ცოლზე იმდენი ფილმი არ გადაღებულა, არც იმდენი წიგნი დაწერილა და არც ცნობილი ჟურნალების ყდებზე მოხვედრილა, რამდენჯერაც ეს მონა (იტალიაში ქალბატონს ნიშნავდა) ლიზა გერარდინმა შეძლო. მისი პორტრეტი, თურმე, ქალის მეუღლეს - ფრანცისკო დელ ჯოკონდის შეუკვეთია. ლეონარდო მას 4 წელი ხატავდა, მონა ლიზა ლეონარდომ მსოფლიოს აჩუქა არა მხოლოდ როგორც ნახატი, არამედ როგორც გამოცანა, რომლის ამოხსნასაც წლებია, არაერთი მკვლევარი ამაოდ ცდილობს და ბევრი მათგანი პასუხს სიკვდილამდე ეძებს, ზოგიერთი კი სიგიჟემდე და თვითმკვლელობამდე მიდის. 1852 წელს ფრანგი ხელოვანი ლუკ მასპერო სასტუმროს ოთახის აივნიდან გადახტა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეძლო მონა ლიზას ღიმილის მიზეზი გაეგო. ერთ-ერთი ვერსიით, თუ ნახატს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დააკვირდები, დაინახავ ცხოველების დამალულ სახეებს. ასევე, გველს, რომელიც ხელში უჭირავს. მკვლევართა აზრით, გველი შურის სიმბოლო შეიძლება იყოს და სავარაუდოდ, საიდუმლოც ჯოკონდას „შურიან ღიმილში“ იმალება. ამ მოსაზრებას არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა, რადგან ის მთლიანად ცვლის ნახატის შესახებ აქამდე არსებულ ყველა იდეას. სინამდვილეში, იდუმალი - „მონა ლიზა“ კი არა, მისი შემქმნელია, რადგან ამ მხატვრის ყველა ტილოში რაღაც იმალება. გამონაკლისი არაა ტილო სახელწოდებით, „ქალი ყარყუმით“, რომელზეც იტალიელი ჰერცოგის მეუღლე (სხვა წყაროებით, საყვარელი ) ჩეჩილია გალერანიაა. 2014 წელს აღმოაჩინეს, რომ ნახატის ჩვენამდე მოღწეულ ვერსიამდე ლეონარდოს ორი ესკიზი ჰქონდა შექმნილი. ერთზე ხელში არაფერი უჭირავს, მეორე ნახატზე ყარყუმს სხვანაირი ბეწვი აქვს. ეს კიდევ ერთ დიდ კითხვის ნიშანს აჩენს მხატვრის ცხოვრების შესახებ, რომელზე პასუხებს, ალბათ, ვერც ვერასდროს გავცემთ. ლეონარდოს კიდევ ერთი იდუმალი ტილოა „საიდუმლო სერობა“, რომლის შექმნის ისტორია იმდენად იდეურია, რამდენადაც თავად ნახატის შინაარსი. „საიდუმლო სერობას“ ლეონარდო და ვინჩი მილანის „სანტა-მარიადელლეგრაციეს“ მონასტრის სატრაპეზოს კედელზე ხატავდა. ის 1495, 1497 წლებში შესვენებებით მუშაობდა და ... კითხვის გაგრძელება>>> 883 3-ს მოსწონს
|