საზოგადოება ,, თვითმფრინავის ბიჭები" ,, სასიკვდილო განაჩენი ამეცილებინა მათთვის, ვერ შევძელი" - ედუარდ შევარდნაძის მემუარებიდან 2019, 4 თებერვალი, 13:56 უძლური აღმოვჩნდი, მე არაფერი შემეძლო. მივედი მათთან, მაგრამ ვერ დავარწმუნე, არ მომისმინეს, ეტყობა შესაფერისი სიტყვები ვერ მოვნახე. ეს ჩემი მარცხი და მოუშუშებელი ტკივილია პოლიტიკოსის ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობა კონფლიქტების დროულად აღკვეთა და განმუხტვაა. იქნებ ამიტომაც მახსენდება სწორედ ის კონფლიქტები, რომლის მოგვარებაც ვერ შევძელი. მახსენდება არა მხოლოდ საკუთარი მარცხის, არამედ იმ ტკივილის გამოც, რომელიც მათ მოუტანეს ქვეყანა, საზოგადოებას, კონკრეტულ ადამიანებს. ისინი ერთნაირი სიმძაფრით და სიძლიერით აღიბეჭდა ჩემში. ჩამრჩა გულში და დანაშაულის გრძნობას მიღვიძებს. არადა, ღმერთმანი ძალა არ დამიშურებია, რომ ისინი ჩამეცხრო. მაგრამ ვერ შევძელი. ბოლოს და ბოლოს, ადამიანის შესაძლებლობასაც ხომ აქვს საზღვარი. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტური სიტუაცია “ თვითმფრინავის ბიჭებს" უკავშირდება. მისი მოგვარება გარკვეული ეტაპის შემდეგ გასცილდა ჩემს უფლებამოსილებას. და სიტუაციას მთლიანად მოსკოვი აკონტროლებდა. თბილისის აეროპორტი მოსკოვის ქვედანაყოფი იყო. 1983 წლის ნოემბერი :ახალგაზრდების ჯგუფმა თბილისის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. მათი გულუბრყვილო ჩანაფიქრით ეს იყო ეს იყო საბჭოთა კავშირიდან გაქცევის რეალური საშუალება, რომელსაც მსხვერპლი არ უნდა მოჰყოლოდა. ეს ახალგაზრდები საკმაოდ შეძლებული ოჯახებიდან იყვნენ. ერთი მათგანი ჩემი მეგობრის, აკადემიკოსის შვილი გახლდათ. მეორე - სახალხო მხატვრის შვილიშვილი, მესამე და მეოთხე - ცნობილი ექიმის შვილები, მეხუთე - მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორის შვილი, თავად შესანიშნავი მსახიობი. მათ საბჭოთა კავშირში ცხოვრება აღარ სურდათ. და ასე ერთად მოინდომეს წასვლა, ქორწილის იმიტაციის ხმაურით, თვითმფრინავის გატაცებით. კინოფილმივით იყო მათი წასვლა ჩაფიქრებული და სამწუხაროდ, ყველაზე ტრაგიკული ფილმივით განვითარდა - ადამიანთა დიდი მსხვერპლით. და თავად რამდენიმე გამტაცებლის დაღუპვით. შემდეგ ამას მოჰყვა გადარჩენილი გამტაცებლებისა და ორგანიზატორების სასამართლო პროცესი და მათი დახვრეტა. მათ ვერ მოახერხეს საბჭოთა კავშირის დატოვება და თვითმფრინავი ისევ თბილისის აეროპორტში დაეშვა. და შსს-ს განყოფილებამ ალყა შემოარტყა. ამ დროისთვის იყო უკვე მსხვერპლი. ბორტგამცილებელი, მგზავრი. ერთმა გამტაცებელმა თავი მოიკლა. ამასობაში მოსკოვის სპეცნაზი ჩაერთო საქმეში. მაშინ ბევრმა მომმართა თხოვნით, სასიკვდილო განაჩენი ამეცილებინა მათთვის, ვინც გადარჩა, მაგრამ უძლური აღმოვჩნდი, მე აღარაფერი შემეძლო, აღარაფერი შემეძლო... ამ ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ შევძელი, მივედი მათთან, ვცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ ეტყობა ვერ მოვძებნე შესაბამისი სიტყვები. მათ კი ჩემი მოსმენა არ ისურვეს, ვერ შევძელი ისინი დამერწმუნებინა, შეჰგუებოდნენ დამარცხებას და ჩაბარებულიყვნენ... ვერ შევძელი. მერე უკვე მოვლენებს მე აღარ ვმართავდი. ეს ჩემი მარცხი და მოუშუშებელი ტკივილია. გეგა კობახიძე სასამართლოზე https://youtu.be/E5M4B2BOcnY ჯინსების თაობა სპექტაკლი https://youtu.be/Z-Z0aus1_cI 554 1-ს მოსწონს
|