x
image
_K_
რა შეემთხვა ჯონი დეპს და დაუბრუნდება თუ არა ის კარიერას
image

იანვრის ბოლოს ცნობილი გახდნენ 2019 წლის ოქროს ჟოლოს დაჯილდოებაში ნომინირებული კანდიდატები. ამ ცერემონიის დროს კინოს ინდუსტრიაში ყველაზე ცუდ მსახიობებს აჯილდოებენ. ჯონი დეპი ნომინაციების ლიდერია. ის ყველაზე ცუდ მსახიობადაა დასახელებული შერლოკ გნომის როლისთვის და ასევე, ყველაზე ცუდ შემსრულებლად ეკრანზე. რა ხდება შენს თავს, ჯონ?


სტატიაში ჯონი დეპის კარიერას გაგაცნობთ და შევაფასებთ, რამდენად დიდია მისი პოპულარობის დაბრუნების შანსები.








1984 - კარიერის უცაბედი დასაწყისი

ალკოჰოლიკი მამა, მშობლების განქორწინება, როკ-ენ-როლი და სკოლიდან გარიცხვა - ჯონი დეპის ბავშვობის ძალიან მოკლე ისტორიაა. სხვათა შორის, პატარაობისას ის ფიქრობდა, რომ მუსიკოსი გახდებოდა. მაგრამ როცა 20 წლის ასაკში ლორი ენ ელისონზე დაქორწინდა, თავისი ბედი - გამხდარიყო მსახიობი - მაშინვე გადაწყდა. ცოლმა ჯონი ნიკოლას ქეიჯს გააცნო, რომელმაც ის თავის ნაცნობ აგენტთან გაგზავნა. აგენტმა დეპი ფილმის "საშინელება თელების ქუჩაზე/A Nightmare on Elm Street" ქასთინგზე გაუშვა და მან როლიც მიიღო. ამის შემდეგ ჯონი დეპს ფილმში "21 ჯამპ სტრიტი/21 Jump Street" შესთავაზეს მთავარი როლი. მომდევნო დღეს კი მან უკვე ცნობილმა გაიღვიძა.


image

A Nightmare on Elm Street & 21 Jump Street







1990-2001 - ვარსკვლავობის წლები

90-იანებში ჯონი კარიერის მწვერვალზე ავიდა და ამ დროის განმავლობაში მას ერთი შეცდომაც არ დაუშვია, მხოლოდ საუკეთესო როლებზე თანხმდებოდა. მან ითამაშა ფილმებში "მკვდარი ადამიანი/Dead Man", "ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში/Fear and Loathing in Las Vegas", "შოკოლადი/Chocolat" და "ედვარდ მაკრატელხელება/Edward Scissorhands", სადაც უცნაურ პერსონაჟებს განასახიერებდა. მომავალში სწორედ ეს გახდა ჯონი დეპის დამახასიათებელი ნიშა.


კარიერის გარდა, ჰოლივუდში არ წყდებოდა ამ ახალგაზრდა და სიმპათიური მსახიობის პირადი ცხოვრების განხილვა. აღსანიშნავია მისი ურთიერთობები უაინონა რაიდერთან, ქეით მოსთან და ვანესა პარადისთან. პარადისსა და დეპს 2 შვილიც ეყოლათ და პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად.

imageCry-Baby & Edward Scissorhands

imageDon Juan DeMarco & Benny & JoonimageDead Man & Fear and Loathing in Las Vegas

imageSleepy Hollow & Chocolat








2003 - კარიერის მწვერვალი

2003 წელს დიდებული ამბავი მოხდა, არა მხოლოდ ჯონი დეპისთვის, არამედ - მთელი კინო-სამყაროსთვის: ფილმმა "კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა/Pirates of the Caribbean: The Curse of The Black Pearl" ფაქტობრივად ფანტასტიკის ჟანრი მკვდრეთით აღადგინა. ჯეკ ბეღურას პერსონაჟი კი იმდენად ახალი იყო, რომ როლისთვის მსახიობი ოსკარზეც წარადგინეს. მართალია, იმ წელს ოსკარი სხვამ მიიღო, მაგრამ ჯონი დეპი უიმისოდაც გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი ჰოლივუდში.

image

Pirates of the Caribbean: The Curse of The Black Pearl







2004-2012 - ექსტრავაგანტული სახე

როცა ჯონი დეპმა თავისი მსახიობური ნიშა (ჯეკ ბეღურა) იპოვა, გადაწყვიტა, აღარ გაეშვა ის. ასე რომ, "კარიბის ზღვის მეკობრეების" შემდეგ დეპის სახით მსგავს პერსონაჟს ვაწყდებით ფილმებში "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა/Charlie and the Chocolate Factory", "სუინი თოდი, დალაქი–დემონი ფლიტ–სთრითიდან/Sweeney Todd: The Demon Barber of Fleet Street", "ექიმ პარნასის წარმოსახვა/The Imaginarium of Doctor Parnassus", "ალისა საოცრებათა ქვეყანაში/Alice in Wonderland" და "ბნელი რეინჯერები/Dark Rangers. ისეთ ფილმებშიც კი, სადაც დეპს სათანადო გრიმი არ ჰქონდა, მაინც ექსტრავაგანტულ პერსონაჟს განსახიერებდა. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ მან ყველა როლი საკმაოდ კარგად შეასრულა და ფილმებმაც უამრავი ფული მოუტანა რეჟისორს.

image

Charlie and the Chocolate Factory & Sweeney Todd: The Demon Barber of Fleet Street​​​​​​​

image

The Imaginarium of Doctor Parnassus & Alice in Wonderland

imageDark Shadows & The Lone Ranger









2012-2015 - არც ერთი კარგი ფილმი

ფილმებმა "ტურისტი/The Tourist", "რომის დღიური/The Rum Diary" და "მარტოხელა რეინჯერი/The Lone Ranger" კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება ვერ დაიმსახურა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს ფილმები კიდევ კარგი იყო იმასთან შედარებით, რასაც მომავალი ცხოვრება უმზადებდა ჯონს.


2014 წელს ის ვანესა პარადისს დაშორდა. 2015 წელს ამბერ ჰერდისთან დაიწყო ურთიერთობა, რაც მისი ოჯახური სურათისთვის კარგი სულაც არ იყო. შემდეგ კი რაღაც მოუვიდა მის უნარს, რის მიხედვითაც კარგ ფილმებს ირჩევდა. დეპმა ითამაშა ფილმებში "ეშვი / Tusk", "ტყეში/Into the Woods", "მორდეკაი/Mortdecai" და "იოგის მოყვარულები/Yoga Hosers". წარუმატებელი ფილმების სერიის შემდეგ კი მან სმა დაიწყო.


ამის მიუხედავად, პრესა ისევ წერდა კარგ რაღაცებს ჯონზე, მაგალითად იმას, რომ ის, ჯეკ ბეღურას ფორმაში გამოწყობილი, დაავადებულ ბავშვებს ესტუმრა.









2016-დღემდე - დაცემა

image

ოქროს ჟოლოზე წარდგენა "მორდეკაიში" შესრულებული როლის გამო, ნახევარი მილიარდი დოლარის გაფლანგვა, სასამართლო პროცესი მისი საკუთარი ფინანსური კომპანიის წინააღმდეგ, დედის სიკვდილი, სკანდალი ამბერ ჰერდისთან, განქორწინება და უამრავი უარი კინო-კომპანიებისგან - ასეთი იყო 2016 წელი ჯონი დეპისთვის.


ამის შემდეგ, მას შანსი ჰქონდა, ფილმით "მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში/Murder on the Orient Express" დაებრუნებინა პოპულარობა, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა წარმატებული.


რაც შემდეგ მოხდა, ამაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ჟურნალ Rolling Stone-ში. რეპორტიორმა, რომელმაც სტატია დაწერა, ინტერვიუს ასაღებად 72 საათი გაატარა დეპრესიულ, დავიწყებულ და არც მთლად ფხიზელ დეპთან. ამის მერე კი მთელმა მსოფლიომ გაიგო მისი ნარკოტიკების, სმისა და ფინანსური პრობლემების შესახებ. როგორც ჩანს, ეს იყო მომენტი, როცა მისი სახელი ყველა კინო-აგენტმა ამოშალა თავისი სიიდან.


ბოლოს და ბოლოს, ის ხომ 2019 წელს ოქროს ჟოლოზეა ნომინირებული.






რა იქნება შემდეგ?

მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ჯონი დეპი არ ნებდება. "რიჩარდი ამბობს - ნახვამდის/Richard Says Goodbye" არის ფილმი პროფესორზე, რომელსაც სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს და სიკვდილამდე საკუთარი ოცნებების ასრულება სურს. კი, მსგავსი სიუჟეტი სხვა ბევრ ფილმსაც აქვს, მაგრამ დეპმა სერიოზულად იმუშავა, დაიკლო წონაში, რის გამოც ბევრი ნერვიულობდა მის ჯანმრთელობაზე. როგორც იქნა, ფილმმა კარგი შეფასება დაიმსახურა.

image

კიდევ ერთი კარგი ფილმი, რომელშიც ჯონი დეპი მონაწილეობას იღებს, არის "ტყუილების ქალაქი/City of Lies". ეს ისეთი სიუჟეეტი არ არის, როგორსაც დეპის ფანები მოელიან მისგან, მაგრამ ფილმი მაინც დადებითადაა შეფასებული.


ასე რომ, ერთადერთი ფილმი, რომელსაც შეუძლია გამოასწოროს ჯონი დეპის მომავალი, არის...

image

ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვალდის დანაშაული/Fantastic Beasts: The Crimes of Grindelwald







ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორები იქნებოდნენ ცნობილი ფილმების გმირები, მთავარი დამახასიათებელი ნიშნები რომ დაეკარგათ

image


2. 16 ცნობილი მსახიობი, რომლებსაც გრიმით ვერ იცნობთ

image


3. ადამიანები, რომლებიც ფილმებზე ტირიან, სინამდვილეში ყველაზე ძლიერები არიან

image

0
968
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
968
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0