ქანდაკება ჯვარცმის გზა - ანუ რა უნდა მოვინახულოთ ალზასში (ნაწილი 1 ) 2019, 2 თებერვალი, 21:39 ალზასი საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი რეგიონია, რომელიც ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში, გერმანიისა და შვეიცარიის საზღვართან მდებარეობს. რეგიონი განთქმულია საუცხოო ღვინით. ალზასის დათვალიერებისას ოთხივ კუთხივ თვალში მოგხვდება გორებსა და მთებზე შეფენილი, ფაქიზად მოვლილი ვენახები. მიუხედავად ამისა, დაუკვირვებელ თვალსაც კი არ გამოეპარება ჯვარცმის მონუმენტები, რომლების ყველა სოფელში არა ერთია. ადგილობრივების თქმით, ამგვარი გამოხატვით მუდამ ემახსოვრებათ, როგორ გავაკარით ჯვარზე ქრისტე და გამუდმებით პატიებას შევთხოვთო.
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 30 8-ს მოსწონს
|