x
image
Teklamaisuraze
ედუარდ შევარდნაძის და ნანული ცაგარეიშვილის სიყვარულის ისტორია. ედუარდ შევარდნაძის მემუარებიდან
1951 წელს მე და ჩემი და შვებულებას ბორჯომის ხეობაში, წაღვერში ვატარებდით. სწორედ აქ, შესანიშნავ და რომანტიკულ ალაგას გავიცანი ნანული ცაგარეიშვილი, ჩემი მომავალი მეუღლე. ახალგაზრდები ვიყავით და სწრაფად მოვნახეთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ. სწორედ ბორჯომის ულამაზეს პარკში ვთხოვე, ცოლად გამომყოლოდა. წინა დღეს მკითხა, სად ვსწავლობდი. უმაღლეს პარტიულ სკოლაში, - ვუპასუხე. - რაა, ესე იგი პარტიული მუშაკი უნდა გამოხვიდე? - ჩამეკითხა.

image


მაშინ ყურადღება არ მივაქციე მის დაძაბულ ტონს. მეორე დღეს კი ალბათ უძილო ღამის მერე გამომიტყდა და მისმა სიტყვებმა გამაოგნა:

"მამაჩემი, ერთი პატიოსანი, სამშობლოსა და ოჯახის ერთგული კაცი ქალაქ გორში პოლკის მეთაური იყო. ერთ ღამეს იგი პირუტყვივით წაიყვანეს და დახვრიტეს. ახლა თუ შევუღლდებით, შენ პარტიულ კარიერას უნდა გამოემშვიდობო. არ მინდა ამის მიზეზი გავხდე. ჰო, ჰო, მომავალი წაგართვა, დაგღუპო, ამის უფლება არა მაქვს. არ იფიქრო, შენგან რამე მეწყინოს, ჩემი ბრალია ყველაფერი, დროზე უნდა მეთქვა. რატომღაც მეგონა, ისტორიულზე სწავლობდი." (მაშინ ასეთი წესი იყო, თუ შენი ახლო ნათესავი პოლიტიკურ “ დანაშაულში" გვყავდა მხილებული, პარტიული წინსვლის გზა გქონდა გადაკეტილი.)


image



სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. ნანული ასე იხსენებს თავის ავტობიოგრაფიაში - “ განაჩენის ველი" ერთიანად გაფითრებულა, (იხსენებს ნანული ედუარდზე) მეჩვენება, ქვედა ტუჩი უთრთის.... ორიოდე წუთი იყუჩა. მერე მოვიდა, მხრებზე ხელი მომხვია და სკამზე დამსვა. თვითონ ისევ ფეხზე დგას. ხელები მუჭებად შეუკრავს და დაჟინებით ჩამცქერის.


image

– იცი რას გეტყვი? ღმერთმა დალახვროს ყველა კარიერა. რა არის კარიერა სიყვარულთან შედარებით. კარიერის დაკარგვა რა ბედენაა.

ვიგრძენი, როგორ შვებით ამოისუნთქა, თავი რატომ უნდა მოვიტყუო, მშვენივრად მივხვდი იმ ულამაზეს მთვარიან ღამეს როგორი სინატიფით ჩატარდა მსხვერპლშეწირვის რიტუალი. იმ საღამოს ჩვენ დავემშვიდობეთ ერთმანეთს, რათა მალე სამუდამოდ შევუღლებულიყავით. და ერთმანეთს აღარასდროს დავშორებულიყავით.

ნანულის აღსარებამ უკან ვერ დამახევინა. აზრი არც მაშინ შემიცვლია. როდესაც ერთმა მისმა ნათესავმა მირჩია, ნანულიზე არ დავქორწინებულიყავი, ბიოგრაფიას გაიფუჭებო. მამამისი პოლკოვნიკი რაჟდენ ცაგარეიშვილი, როგორც ხალხის მტერი, დახვრიტესო.


image


ჩვენი ცხოვრება ჭეშმარიტი რომანი იყო, აღსავსე ბედნიერებით, სიხარულით, ტრაგედიებით. ჩვენს შეხვედრასა და შეუღლებას შემთხვევითს ვერ დავარქმევ. იყო რაღაც საერთო ჩვენს ხასიათებში, ბუნებაში, ადამიანურ ურთიერთობაში. როცა ერთმანეთი გავიცანით, მასზე უფრო ნატანჯი ადამიანის წარმოდგენა ძნელი იყო. მამა ადრე დაუჭირეს და დაუხვრიტეს. მთელი ოჯახი უსახლკაროდ დატოვეს . მერე ერთად ბევრი სიკეთეც ვნახეთ. ჩვენმა ნიჭმა და უნარმა მოგვაძებნინა ჩვენი გზა, გზა ეკლიანი, სირთულეებითა და წინააღმდეგობებით აღსავსე, რომელიც ურთიერთსიყვარულითა და თანადგომით გამოვიარეთ. თითქოს ბედნიერი სიბერისთვის ვემზადებოდით. შვილებმა და შვილიშვილებმა გაგვიმართლეს, მე ამ წიგნის წერას შევუდექი. იმან რომანის წერა დაიწყო. ჩვენს განვლილ ცხოვრებაზე... მაგრამ უცებ ყველაფერი დაინგრა. მე გერმანიაში ვიყავი კონფერენციაზე მიწვეული, როცა სამუდამოდ დამტოვა. უღალატო ადამიანი იყო. მაგრამ ალბათ უფალმა ინება ასე.

0
241
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0