საზოგადოება რატომ დასდევენ ძაღლები ბურთს? რატომ ღეჭავენ ლეკვები ნივთებს? 2019, 2 თებერვალი, 0:56 ძაღლისთვის მოძრავი საგნების, განსაკუთრებით ბურთის გამოდევნება, სრულიად ბუნებრივია. ეს შინაური ცხოველი ასე იმიტომ იქცევა, რომ მგელს ენათესავება, რომლისთვისაც მსხვერპლის დევნა და დაჭერა საარსებოდ აუცილებელია. ამასთან, ძაღლებს თამაში ძალიან მოსწონთ და ბურთს ხალისით დასდევენ.
ჯანმრთელ ძაღლებს ადამიანებზე გაცილებით მახვილი სმენა აქვთ - ხმები ძალზე შორი მანძილიდანაც კი ესმით. შეიძლება ბებერი ძაღლი გაჭაღარავდეს? მის დრუნჩზე, ასაკთან ერთად, ბეწვი თეთრი ან ნაცრისფერი ხდება. ზოგ ბებერ ძაღლს სმენაც უქვეითდება. ახალგაზრდა ძაღლებთან შედარებით მათ ნაკლები ენერგია აქვთ. ამიტომ უფრო მეტხანს სძინავთ. როგორ ინარჩუნებენ ძაღლები სითბოს? სითბოს შესანარჩუნებლად ძაღლების უმრავლესობას სქელი ბეწვი აქვს. სენბერნარი შეგუებულია ძალიან ცივ ჰავას. ეს დიდი, ღონიერი ძაღლები ადამიანებმა თოვლიან მთებში გზააბნეული მოგზაურების მოსაძებნად და საშველად გამოიყვანეს. ბედნიერი დასვენება თუ საყვარელი ძაღლის საზღვარგარეთ წაყვანას მოინდომებთ, მას დასჭირდება “ ცხოველის პასპორტი", სადაც ჩაწერილი იქნება, რომ ჯანმრთელი და თვინიერია. რომელ ლეკვებს აქვთ ტანზე ნაოჭები? ყველაზე დანაოჭებული შარ პეის ჯიშის ლეკვები არიან. მათ თავზე, სახესა და ტანზე კანის ღრმა ნაოჭები ეტყობათ. ზრდასთან ერთად ისინი თანდათან სწორდება. თუმცა ზრდასრულ ძაღლებს თავზე მაინც დანაოჭებული კანი რჩებათ. არჩევენ თუ არა ძაღლები ფერებს ძაღლები ფერების გარჩევას ვერ ახერხებენ. ეს ნიშნავს, რომ მეგზური ძაღლები შუქნიშნის წითელ, ყვითელ და მწვანე ფერს შორის განსხვავებას ვერ აღიქვამენ. ისინი შუქფარების განლაგებას იმახსოვრებენ და მათი ანთების მიხედვით იგებენ, როდის გადაკვეთონ ქუჩა.რატომ ღეჭავენ ლეკვები ნივთებს? ლეკვები ნივთებს მაშინ ღეჭავენ, როცა კბილები ამოსდით . ამ დროს მათი ღრძილები გაღიზიანებულია. ღეჭვა კი მის დაამებაში ეხმარება. თამაშის დროს სათამაშოების ღეჭვა ძაღლებსაც უყვართ.
რატომ მიაქვთ ძაღლებს ნივთები პატრონთან? ადრე ძაღლის ზოგიერთი ჯიში სანადიროდ იწვრთნებოდა, რომ ნანადირევი ადგილზე მოეტანა. ახლა ასეთი ძაღლების უმრავლესობა, მაგ. რეტრივერები, სახლის ცხოველებად ჰყავთ. მათ უყვართ, როცა ნივთები პატრონთან მიაქვთ, ამით ისინი ნადირობის სურვილს იკმაყოფილებენ. როდის ჰგავს ძაღლი სოსისს? ეს ტაქსას ჯიშის ზედმეტი სახელია. მას გრძელი ტანი და მოკლე ფეხები აქვთ. 294 შეფასება არ არის
|