x
image
თამილა გურაშვილი
მეცნიერები შეშფოთებული არიან: ანტარქტიდის თხრილი ყოველწლიურად 800 მეტრით იზრდება
image

სპეციალისტები იუწყებიან გიგანტური თხრილის შესახებ, რომელიც იზრდება ანტარქტიდის დასავლეთით. თხრილი თითქმის 40 კვადრატული კილომეტრის და 300 მეტრის სიმაღლისაა.

თხრილი მდებარეობს ტუეიტსას მყინვარის გვერდით და დაახლოებით 252 მილიარდი ტონაა.

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ადრე ღრუში დაახლოებით 14 მილიარდი ტონა ყინული იყო და ის ფაქტი, რომ სამ წელიწადში ასე გაიზარდა, ეს ძალიან შემაშფოთებელია.

მრავალი წლის განმავლობაში, სპეციალისტები ეჭვობდნენ, რომ ტუეიტსას მყინვარი არ იყო მყარად მიმაგრებული დედამიწასთან. სატელიტების ახალი თაობის წყალობით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა და ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიამ შეძლეს მყინვარების ყველა დეტალის გამოკვლევა.


სატელიტური მონაცემების მიხედვით, დაფარული სივრცე მხოლოდ ტუეიტსას მყინვარის დნობის მცირე ნაწილია. ყინული ყოველწლიურად 800 მეტრით იხევს უკან. ახალი ჩვენებები ჯერჯერობით არ შეესაბამება ყინულის ან ოკეანის გადაადგილების ჩვეულებრივ ნიმუშებს, ამიტომ, მეცნიერებმა უფრო მეტი უნდა გამოიკვლიონ, თუ როგორ იცვლება წყალი და ყინული ერთმანეთთან მოქმედებაში ანტარქტიდის არასტაბილურ გარემოში.


0
676
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
676
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0