იმერეთი ზესტაფონში ძმამ ძმა მოკლა 2019, 1 თებერვალი, 18:43
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში ძმამ ძმა მოკლა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, 1 თებერვალს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ ეზოში 32 წლის წარსულში ნასამართლევმა გ.ფ.-მ გადაჭრილი სანადირო თოფით მოკლა საკუთარი ძმა, 25 წლის დ.ფ.-ს რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე იქვე სოფელ მარტოთუბანში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 285 4-ს მოსწონს
|