x
image
Teklamaisuraze
გული და სისხლძარღვები

გული გაუჩერებლად ფეთქავს _ დღე-ღამეში 24 საათისა და კვირაში 7 დღის განმავლობაში. 70 წლის ადამიანის გულს 2.5 მილიარდი დარტყმა აქვს შესრულებული.


image

გული მთელ სხეულს აწვდის სისხლს, და საამისოდ სისლძარღვებად წოდებულ მილებს იყენებს.

სისხლძარღვები, არტერიები და ვენები

როდესაც სისხლს გულიდან ჟანგბადი გადააქვს, სქელკედლიან ძარღვებს გაივლის, რომლებსაც არტერიები ჰქვია. ჟანგბადის გადატანის შემდეგ სისხლი კვლავ უბრუნდება თხელკედლიან ძარღვებს, ვენების გავლით.

როგორ მუშაობს გული

გულის მარჯვენა მხარე სხეულიდან იღებს სისხლს და ფილტვებში გადატუმბავს, სადაც სისხლი ჟანგბადით მდიდრდება. სისხლი გულის მარცხენა მხარეს ბრუნდება, საიდანაც ის მთელი სხეულის ორგანოებსა და კუნთებს მიეწოდება .

image

სისხლი სხეულის უჯრედებს ნარჩენებისგან ათავისუფლებს, ხოლო თირკმლებს ეს ნარჩენები პაწია მილებით გამოაქვს, რომლებსაც ნეფრონები ეწოდება.

image

სისხლი

ადამიანის სისხლში სხვადასხვაგვარი უჯრედებია . სისხლის წითელ უჯრედებს ჟანგბადი გადააქვს. სისხლის თეთრი უჯრედები ვადმყოფობას ებრძვის, ხოლო თრომბოციტები ჭრილობის შეხორცებას უწყობს ხელს .

0
446
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0