საბუნებისმეტყველო რატომ იცვლება წელიწადის დროები, თეთრი ღამეები 2019, 1 თებერვალი, 11:09 დედამიწის ბრუნვისას ოდნავ დახრილია მზის მიმართ. ეს იწვევს წელიწადის დროთა ცვლას. იმ ნახევარსფეროში რომელიც მზისკენ არის დახრილი, ზაფხულია, მის სანაპირო ნახევარსფეროში კი ზამთარი. შემოდგომა და გაზაფხული ის შუალედური დროები, როცა ორივე ნახევარსფერო მზისგან ერთიდაიმავე მანძილითაა დაშორებული.
ზამთარი და ზაფხული დედამიწის მოპირდაპირე მხარეს ყოველთვის ერთმანეთის საპირისპირო წელიწადის დროა, როცა ერთ მხარეს ზაფხულია მეორე მხარეს აუცილებლად ზამთარი იქნება. გრძელი და მოკლე დღეები ზაფხულის დღეები უფრო გრძელია, ვიდრე ზამთრის, რადგან მზისკენ გადახრილი ნახევარსფერო მზის სხივებს უფრო დიდხანს ეფიცხება. თეთრი ღამეების ქვეყანა დედამიწის დახრილობის მზის სხივები პილუსებს პირდაპირ არასოდეს ეცემა. ამიტომ იქ მუდმივად ყინავს. ზამთარში იქ მთელი დღე და ღამის განმავლობაში ბნელა. ზაფხულში კი მზე ღამითაც ისევე ანათებს, როგორც დღისით. სამასიოდე წლის წინათ ზოგიერთი ინგლისელი დამნაშავე ჩამოხრჩობას ამჯობინებდა იმ მხარეში გადასახლებას, სადაც ზამთარს სიბნელეში გაატარებდა. ეკვადორი მზისგან შორს არასოდეს იხრება მზის სხივები მას პირდაპირ ეცემა. ამიტომაც იქ მედამ ცხელა. ეკვადორის მიმდებარე ადგილებში ზაფხული და ზამთარი არ იცის. იქ არსებობს მხოლოდ მშრალი და წვიმიანი პერიოდები. წვიმიან პერიოდში ქარი ზღვიდან უბერავს და ნესტი მოაქვს. მშრალ პერიოდში კი ქარი სანაპირო მიმართულებით ქრის. 986 შეფასება არ არის
|